ქეთა თოფურიას 9 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა. მაშინ სულ რამდენიმე სთორი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომლითაც გასაგები გახდა, რომ დაბადების დღე საქართველოში, წყნეთში აღნიშნა. დღეს კი ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც ჩანს ლიმნებითა და ყურძნით მორთული სუფრა, პატარა მოწნული კალათები მაგიდებზე, ბევრი სტუმარი, მათ შორის, მისი მეგობარი და პროდიუსერი ნატო დუმბაძე, ცოცხალი მუსიკა - თიკა ბალანჩინის შესრულებით, და რასაკვირველია, მისი მეუღლე - ბიზნესმენი ლევ დენგოვი.