ბათუმში გამართული ქორწილის და 16-სართულიანი ტორტის კადრები რესტორანმა "რენესანსმა" გაავრცელა. მეგი ირემაძემ და გიგა გორაძემ თავიანთი რამდენიმეწლიანი სიყვარული ქორწილით დააგვირგვინეს და მეგიმ ოცნება აისრულა - მრავალსართულიანი ტორტი ამშვენებდა მის ქორწილს. თუმცა ვიდეოს, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა, ბევრი კრიტიკაც მოჰყვა და ასევე, შეკითხვები, თუ რა საჭირო იყო ამდენსართულიანი ტორტი, შეიჭამა თუ არა, მთლიანად გამომცხვარი იყო თუ ნაწილი ბუტაფორია და ა.შ., რასაც იქვე, ვიდეოს კომენტარებში გასცა პასუხი პატარძალმა:
"ქორწილი 600 კაცზე იყო გათვლილი და პლიუს ოჯახებში გავატანეთ... რატომ და რაც 24 წლის განმავლობაში ტორტი არ მიყიდია და მიგროვებია ფული, ერთიანად ავაშენე ოცნების სართულები...
ისეთი კომენტარებია, მე ბოღმის მეტს ვერაფერს ვერ ვხედავ და ვგრძნობ. ხალხო, ყველას ჩვენი ოცნება გვაქვს, მთავარია ამ ოცნებისთვის როგორ ვიბრძვით. მე ვიბრძოლე, ვაგროვე ფული.... კი რამდენიმე სართული ბუტაფორიაა, მაგრამ იცით რამხელა შრომაა ჩადებული?
პატარძალი ვიყავი და მეც კი ვეხმარებოდი. იბრძოლეთ ოცნებისთვის, არავის ვეჯიბრები, არავის ჰქონია მგონი ამხელა ტორტი ან რაში მაინტერესებდა. ჭერს რომ მოეცა საშუალება, მეტზეც გავიდოდი იმიტომ, რომ ამ ტორტის გამო ნიშნობა არ გავაკეთე, ფული დავზოგე..."