დევიდ ბექჰემის მეუღლე ვიქტორია ბექჰემი უკვე 15 წელია, მოდის სამყაროში საქმიანობს და საკმაოდ წარმატებული დიზაინერია. Posh Spice რეგულარულად ქმნის ახალ კოლექციებს და ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ქალად ითვლება ვარსკვლავურ სამყაროში. მაგრამ ცნობილ ოჯახში, როგორც ჩანს, მხოლოდ მშობლები არ არიან საზოგადოების განხილვის საგანნი. ახლა საზოგადოება სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მათ ერთადერთ ქალიშვილს, ჰარპერს.
გოგონა 13 წლისაა. ბევრს მიაჩნდა, რომ გოგონა სერთოდ არ ჰგავს დედას. მართლაც ჰარპერი არასოდეს ისწრაფვოდა ვარსკვლავობისკენ. არ აკონტროლებდა წონას, არ აინტერესებდა გარეგნობა და გულგრილი იყო შოპინგის მიმართ. თავად ვიქტორია ისე უფრთხილდება სხეულის ფორმებს, რომ 20 წელზე მეტია მხოლოდ თევზსა და ბოსტნეულს მიირთმევს.
„არ შეუძლია დედას, რომ ქალიშვილის ჯანსაღ კვებაზეც იზრუნოს? ჭარბი წონის მოშორება მოგვიანებით გაუჭირდება!“ - აღშფოთებულნი წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები.
მაგრამ ვიქტორია არასოდეს აქცევდა ყურადღებას ამ შენიშვნებს, თვლიდა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუმცა ბოლო დროს თანდათან დაიწყო ქალიშვილის გარდაქმნა. ჰარპერის სასკოლო სტილი შეიცვალა, ტომარავისით ტავისუფალი სამოსი დახვეწილმა კაბებმა ჩაანაცვლა და ვიქტორიას შოუზე, რომელიც 27 სექტემბერს გაიმართა, ჰარპერი ძალიან ქალური სამოსით გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კაბა ძალიან უხდებოდა, საზოგადოება ძირითადად, მის შეუფერებლობაზე ალაპარაკდა. ეს სამოსი ისეთი ქალური და სექსუალური აღმოჩნდა, რომ სკოლის ასაკის ბავშვისთვის ბევრს გადაჭარბებული მოეჩვენა.
და მიუხედავად იმისა, რომ ჰარპერმა წონაში დაიკლო და ეს ძალიან მოუხდა, ინტერნეტში ამ ფაქტს თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვიქტორიამ ქალიშვილის სექსუალურ იმიჯს დროზე ადრე შეუწყო ხელი, კრიტიკის გარეშე არ დარჩენილა.
როგორც ვიქტორიას ერთ-ერთმა მეგობარმა Daily Mail-ს განუცხადა, დიზაინერმა დედამ თავად შექმნა ჰარპერს ვარდისფერი აბრეშუმის კაბა.
„ჰარპერი ძალიან ახალგაზრდაა ვიქტორიას კოლექციის ტარებისთვის. ამიტომ გადაწყვიტა მასზე მორგებული კაბა შეექმნა, რაც მშვენიერი გამოვიდა“, - ამბობს ის.
სამწუხაროდ, აყვანისმცემლებს დიზაინერის მცდელობა ნამდვილად არ დაუფასებიათ;
„ბავშვებს, და განსაკუთრებით თინეიჯერ გოგოებს, აფიქრებინებენ, რომ ყველაფრის წარმოჩენა ნორმალური და სწორია. არა, ეს ასე არ არის!“, „კაბა მშვენიერია, მაგრამ ჩემს 13 წლის ქალიშვილს არ ჩავაცმევდი. სტილი ზედმეტად სექსუალურია და არასწორ ყურადღებას იპყრობს“, „მომდგარი კაბა ღრმა დეკოლტეთი არ არის მოზარდის შესაფერისი“, - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
ბევრმა სური კრუზი გაიხსენა, რომელიც ასაკთან მიმართებაში ყოველთვის შესაფერისად გამოიყურებოდა.
„ქეითი ჰოლმსს არასოდეს უცდია მისი გაშიშვლება და საჯაროდ გამოფენა, განსხვავებით ვიქტორიასგან, რომელიც სწორედ ამას აკეთებს“, „როგორც ჩანს, პ. დიდისთან სკანდალმა მათ ჭკუა ვერ ასწავლა“, - ამბობენ მკითხველები.
სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მომხმარებლები მიდიან დასკვნამდე, რომ ჰარპერს ბავშვობას ართმევენ. თუ ვიქტორიას ახლა მისი ჩაცმულობის გამო, აკრიტიკებენ. ადრე კი დევიდ ბექჰემი გალანძღეს იმის გამო, რომ ქალიშვილის ტუჩებში კოცნის კადრი გააზიარა.