რეპეტიტორთან მომზადება სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს აღარვის უკვირს. თუმცა ბოლო დროს ე.წ. „მომზადების“ ასაკი თანდათან შემცირდა. ადრე თუ ძირითადად, უფროსკლასელები დადიოდნენ რეპეტიტორებთან, დღეს დაწყებითი კლასის მოსწავლის „მომზადებაც“ ჩვეულებრივიო მოვლენა გახდა.
რატომ სჭირდებათ ბავშვებს პირველი კლასიდანვე მომზადება, როცა ერთი შეხედვით პროგრამა მარტივია, არც ნიშნებს წერენ და არც ბევრ საგანს სწავლობენ. ამ საკითხზე თავიაბნთი მოსაზრებები მშობლებმა და მასწავლებლებმა სოციალურ ქსელში გამოთქვეს:
- „აბიტურიენტობამდე თუ არავინ არ ვემზადებოდით, ახლა რატომ არის საჭირო ბავშვების პირველი კლასიდან მომზადება? როცა დღევანდელი სასწავლო პროგრამა გაცილებით პრიმიტიულია, იმიტომ ხომ არა, რომმშობლების უმეტესობას ეზარება, დაწყებით კლასებში დაეხმარონ შვილებს, მიაჩვიონ რეჟიმს, გამოუმუშავონ დამოუკიდებლად მეცადინეობის უნარ-ჩვევები... სხვა რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს? ახლანდელი ბავშვები გონებრივად ძალიან კარგად არიან განვითარებული და მინიმალური დროისა და ენერგიის დახარჯვის შემთხვევაშიც კი ხედავ, რა ადვილად ითვისებენ ყველაფერს!“
- „ვინც მუშაობს, ისინი უფრო პოულობენ დროს შვილების მეცადინეობისთვის და ძალიან ბევრია ისეთი, საერთოდ რომ არ მუშაობს და მაინც რეპეტიტორებს ეძებს შვილებისთვის!“
- „დღევანდელ ბავშვთან მუშაობისას დიდი ნებისყოფაა საჭირო, რაც მშობელს არ გააჩნია, პედაგოგები ამ მხრივ შემზადებულნი არიან და ბავშვთა ფსიქოლოგიაც უკეთ ესმით, სწავლების მეთოდიკაზე აღარ ვისაუბრებ. დღეს საშოვარს გადაყოლილი მშობლები გვყავს, ვერც გაამტყუნებ მათ.“
- „რეალურად დაწყებითი კლასი ბავშვებისთვის უნდა იყოს "თავისუფლების წართმევის შემგუებლობის" პერიოდი. არ უნდა ეძლეოდეთ დავალებები, ზედმეტი ტვირთის სახით (ასაკიდან გამომდინარე.) ორიენტირებული უნდა იყოს საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, ჯგუფური მუშაობის დადებითი მხარეების პრაქტიკაში დანერგვაზე, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, მადლიერების გამოხატვის უნარის ჩამოყალიბებაზე, ცხოვრების და ურთიერთობებში დადებითი მხარეების დანახვაზე, ისეთი პრაქტიკული ჩვევების დანერგვაზე, რომლებიც პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
- „ჩემსას პირველ კლასში პირველივე გაკვეთილად დაწყებული, მინიმუმ, ნახევარგვერდიანი ციფრები და დამატებით შემდეგ მაგალითები ჰქონდა დასაწერი. ქართულშიც არანაკლები. ვთვლი, რომ ძალიან სტრესი იყო ბავშვებისთვის ამხელა დავალებები და მასწავლებელს სულ ვთხოვდით შემცირებას მაგრამ დროებითი იყო შემცირებაც. რომ ვუყურებდი ბავშვის რვეულებს, მეცოდებოდა, ხელი ეღლებოდა წერით და იმდენ ხანს ჯდომაც უჭირდა 6 წლის ბავშვს, საშინელება იყო.“
- „არც პროგრამაა დამნაშავე, არც ბავშვი, არც მასწავკებელი და არც მშობელი. ეს იმიტომ ხდება, რომ მშობლები იძულებულნი არიან, მუხლჩაუხრელად იმუშაონ იმისთვის, რომ შვილებს საკვები ,ტანსაცმელი და სწავლის საშუალება ჰქონდეთ. ამიტომ აღარც დრო და აღარც ენერგია რჩებათ შვილების მეცადინეობისათვის. დღევანდელი სოციალური პირობები აიძულებს მშობლებს, მოწყვეტილი იყვნენ შვილებთან ყველანაირ ურთიერთობას!“
- „არიან მოდას აყოლილი მშობლებიც და ისეთებიც, რომლებიც თავს არ იწუხებენ შვილების მეცადინეობით. რომც შეიწუხონ, თვითონაც არაფერი იციან. არიან ისეთებიც, რომლებიც ინტერნეტს ვერ წყდებიან და შვილების სამეცადინოდ დრო არ რჩებათ.“
- „ჩემი დაკვირვებით, მშობლების უმრავლესობა ვერ ეხმარება შვილს დავალებების შესრულებაში. ზოგმა სიტყვის დამარცვლა არ იცის და ზოგს ამოცანა მაგალითი ჰგონია“.
- „ჩემი შვილები მეორე კლასში არიან და ისეთი დავალებები აქვთ, მარტონი ვერ დაძლევენ. მაგალითად, მათემატიკაში პირობა იმხელაა, 7 წლის ბავშვს უჭირს ამის გააზრება, თუ მშობელი არ მიეხმარა. ეს ამოცანები, ჩემი აზრით, სკოლაში პედაგოგთან უნდა ირჩეოდეს და არა მშობელთან. ვფიქრობ, რომ სასწავლო პროგრამას უამრავი ხარვეზი აქვს. ესაა მიზეზი“.
- „სკოლა ვერ აძლევს შესაბამის ცოდნას და იმიტომ უწევთ რეპეტიტორებთან სიარული. გადაჭედილია კლასები 35 და 40 ბავშვი ზის თითო კლასში. რეგიონიდან ვარ, სასულეირო სკოლაშია ბავშვები და არც ერთი არ დამყავს რეპეტიტორთან, იცით, რატომ? 20 ბაშვია მაქსიმუმ კლასში, სკოლა აძლევს შესაბამის ცოდნას და არ ვთვლი საჭიროდ ჯერ რეპეტიტორს.“
- „ ყველა საგანი ფრიადზე დავასრულე. არასოდეს დამხმარებია მშობელი და ნამდვილად მესმის იმ დონეზე ბავშვის დავალება,, 10 ქულაზე შევასრულო, მაგრამ არ ვიცი, რა ფორმით დავეხმარო, ავუხსნა ბავშვს ისე, რომ არ გავუწიო დათვური სამსახური. მასწავლებლობა პროფესიაა, რეპეტიტორობაც და ვერ აკეთებს ამას მმშობელი სწორად. ძალიან სწორი მიდგომაა საჭიროებისას პროფესიონალის ჩარევა.ავად რომ ხდება ბავშვი, ექიმთან მიმართვა ხომ სწორია არა? ასეა განათლებაც. გაგეპარება ერთი არასწორი მიდგომა და სამუდამოდ დააზარალებ ბავშვს.“
- „მარტივი რომ გვგონია, არასწორად ასწავლის მშობლების 99% , რაც არასწორ განვითარებას იწვევს მომავალში .
- მაგალითად: სათითაოდ ასოების წაკითხვა და მერე აბა, რა სიტყვა გამოვიდა, შვილო? - ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. და მსგავსი უამრავი. არ უნდა სჭირდებოდეს დახმარება, პროგრამები სწორედ უნდა შეადგინონ. ბავშვი უნდა დადიოდეს სპორტზე, მუსიკაზე, სხვადასხვა ხელოვნებისა და სპორტის წრეებზე. საკუთარი უნარების უკეთ შესასწავლ გამოსავლენად. მშობელი დამოკიდებულებისა და პიროვნების ჩამოყალიბებაში უნდა ეხმარებოდეს, და დროს მხოლოდ ამაში უნდა ატარებდეს და არა სწავლაში დახმარებაში.მრავალშვილიანმა დედამ რა ქნას? რთული სამსახურის მქონე დედამ რა ქნას?“
- „მშობლები, ბებია-ბაბუა, ახლო ნათესავები და მეზობლები არ უნდა იყვნენ ჩართულები არც პირველკლასელის და არც დამამთავრებელი კლასის დავალების წერაში.”
- „საბავშვო ბაღებში არაა შესაბამისი წინა სასკოლო მომზადება. ყველა მასწავლებელს არ ვგულისხმობ, მაგრამ 80-90% მასწავლებლების დიდად არ იწუხებენ თავს, შემოიფარგლებიან მცირედით. ხშირია ბავშვების ავადობა და უწევთ ბაღის გაცდენა, ამიტომაც ჩამორჩებიან პროგრამას. 20-25 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს ჯგუფში და 50-60 ბავშვი ირიცხება. თუნდაც ნახევარი ესწრებოდეს, მასწავლებელი ვერ იმუშავებს ფიზიკურად ამდენ ბავშვთან ხარისხიანად. ყველა მშობელი ვერ ახერხებს თვითონ განავითაროს ბავშვი. ბევრ მშობელს შეუძლია,მაგრამ არ იწუხებს თავს. როცა ბავშვს არ აქვს წინა სასკოლო მზაობა, უჭირს აუწყოს ფეხი და დაეწიოს პროგრამას. ამიტომ საჭიროებს ინდივიდუალურ დახმარებას ,რასაც სკოლაში პედაგოგი გაკვეთილის მსვლელობისას ვერ მოახერხებს. სასწავლო პროგრამაზე აღარ ვსაუბრობ. კატასტროფაა.“
- „ანბანის შესწავლა, ლექსები, ზეიმები და ა.შ ამოღებულია საბავშვო ბაღების პროგრამიდან. ეხლა ყველაფერი ისწავლება თამაშით და ბავშვის სურვილით. თუკი ბავშვს სურს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია ასწავლო, წაუკითხო. სკოლაში კი მის ნება-სურვილზე აღარაა დამოკიდებული. დავალება თუ შეამოწმა მასწავლებელმა, ახსნას ვერ ასწრებს მასწავლებელი.“
- „მეორეკლასელის მშობელი ვარ და ასევე 20 წელია, დაწყებით კლასს ვამზადებ. მინდა გითხრათ, რომ ბავშვებს უჭირთ. სკოლაში დროის უქონლობის გამო! მასწავლებელი, რომელიც 5 წუთში ხსნის გაკვეთილს. ხოლო 10 წუთში ყველას გამოკითხავს. მეორე დღეს ისევ თავიდან ექნება მასალა ასახსნელი. რადგან ვერ მოაქვთ ბავშვებს ამბები სახლამდე... ვიღაცის ბავშვმა დაძლია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა დაძლევს.“
- „თანამედროვე საშუალო განათლების სისტემა პირიქით, მიმართულია ტალანტების ჩახშობისა და ერთ სტანდარტზე ყველა ბავშვის დაყვანაზე -საშუალო განათლება და მოსწრება ამას ემსახურება. მაგას თუ მივამატებთ პედაგოგიკაში არაპროფესიონალი მშობლის მიერ ბავშვისთვის აღმოჩენილ დახმარებას, დიდი ალბათობით, უფრო ცუდ შედეგებზე გავალთ. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. ბავშვს მასწავლებელმა ასწავლოს“.
- „ვინ დაასკვნა, რომ ადვილი პროგრამაა?უცხო ენა რომ წასაკითხი ტექსტებით იწყება და ჯერ ასოების წერა-კითხვა არ იციან ბავშვებმა, ეს მშობლების ბრალია? სანამ მარტივ არითმეტიკას ისწავლიან ლოგიკური ამოცანები რომ აქვთ სახლში დავალებად, ესეც მშობლის ბრალია? მშობლის, რომელიც სამსახურიდან საღამოს 9-ზე მოდის სახლში. 40 წუთში რომ 30 ბავშვთან უნდა იმუშაოს მასწავლებელმა, ესაა პრობლემა. განა რა დაუჯდება სახელმწიფოს ან ბიზნესმენებს რამოდენიმე სკოლის აშენება იმის ფონზე, რომ თბილისში სოკოებივით შენდება საცხოვრებელი კორპუსები.“
- „7-ზე გამოსული სამსახურიდან, 9-ზე ვარ სახლში. 9 საათზე გათიშულია ბავშვი გონება. „
- „პროგრამა უნდა იყოს დაძლევადი, ერთხელ დავამთავრე უკვე სკოლა, მეორედ არ უნდა გავდიოდე. მე დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი და ბევრი ჩემი მსგავსი ჩემს დროს. დავალებები უნდა იყოს გონივრული, ნაწილს მაინც უნდა ასრულებდნენ სკოლაში. პროგრამა ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ ყველამ გაიგოს.
- „არც პროგრამაა, მერწმუნეთ, მაგათ ასაკზე გათვლილი და დავალებებსაც იმდენს აძლევენ, მე მეშლება ნერვები და ძალიან ვიღლები, 6 წლის ბავშვზე საუბარიც ზედმეტია. ბავშვებს უფრო აძულებენ სკოლას, იმის მაგივრად, რომ სასიამოვნო პროცესი იყოს მათთვის“.