პი დიდის გარშემო აგორებული სკანდალი სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ადამიანებმა, რომლებიც დაზარალდნენ მის დახურულ გარყვნილ წვეულებებზე, როგორც იქნა, ხმა ამოიღეს და დეტალებს ახმაურებენ.
რეპერი შონ კომბსი, იგივე P. Diddy, მანჰეტენზე დააპატიმრეს 16 სექტემბერს და ოფიციალურად წარუდგინეს ადამიანებით ვაჭრობისა და კიდევ რამდენიმე მძიმე ბრალდება. ახლა ციხეშია და გირაოთი გამოსვლის უფლებაც ჩამოერთვა. თუ ყველა ბრალდება დაუმტკიცდა, რასაც თავად უარყოფს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ ფონზე, სულ უფრო მეტი ადამიანი ჩნდება, რომელთაც სურთ საშინელი სიმართლის გამხელა. უკვე 120-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა სარჩელი "ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის იმპერატორის" წინააღმდეგ.
სექსუალური ძალადობის შემთხვევები 1991 წლიდან დაიწყო. პი დიდი გრანდიოზულ დახურულ წვეულებებს აწყობდა, რომლებსაც ცნობილი და გავლენიანი ადამიანები ესწრებოდნენ მთელი მსოფლიოდან. ამ წვეულებების ბევრი მსხვერპლი 30 წელზე მეტია დუმს. ზოგს ეშინოდა ხმის ამოღების, ვინც ბედავდა სიმართლისთვის ბრძოლას, რეპერი და მისი გუნდი ემუქრებოდა. სოციალურ ქსელში იმაზეც საუბრობენ, რომ რეპერი შესაძლოა გარეული იყოს თუფაქ შაკურის, ლიზა ლოპესის და მაიკლ ჯეკსონის მკვლელობებში.
ახლა, როცა რეპერი დაპატიმრებულია, ინფორმაცია ხელმისაწვდომია და როგორც გაირკვა, მომჩივანთა შორის 25-ზე მეტი ადამიანი არასრულწლოვანი იყო მაშინ, როცა სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა. მათი ნაწილი წვეულებების სტუმარი იყო, იმ დროისთვის ნორჩი მოდელი, მომღერალი ან მსახიობი. მათ ეგონათ, რომ ასეთი ტიპის მიპატიჟება პრესტიჟული იყო, ცნობილ ადამიანებს გაიცნობდნენ, კარიერაში წინსვლაში დაეხმარებოდათ "ბომონდში გარევა" ან უბრალოდ, პოპულარობა უნდოდათ. თუმცა ადგილზე აღმოჩენილები ჩვეულებრივი მსხვერპლის როლში ხვდებოდნენ. უმრავლესობას აკრძალულ ნივთიერებებს უყრიდნენ სასმელში, რის შემდეგაც კონტროლს კარგავდნენ. ზოგიერთები კი პი დიდის მახეში პირდაპირ ხმის ჩამწერ სტუდიაში ხვდებოდნენ.
იურისტის თქმით, ყველაზე უმცროსი მსხვერპლი 9 წლის ბიჭია, რომელზეც სექსუალურად იძალადეს პროდიუსერმა და სხვა პირებმა ნიუ იორკში, ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდიაში გასაუბრების დროს. კიდევ ერთი დაზარალებული 15 წლის მოზარდია.
ძიების მიმდინარეობისას ახალ-ახალი წვრილმანები ჩნდება. კომბსი რთულ სქემებს აგებდა, რომელთა მეშვეობითაც წლების განმავლობაში აცდუნებდა, ზემოქმედება მორიგ მხვერპლზე, ამზადებდა სპეციალურ ნომრებს სასტუმროში, ნარკოტიკებით, და დასრულების შემდეგ საგულდაგულოდ ზრუნავდა კვალის წაშლაზე.
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ცხადზე ცხადია, გავლენიანი რეპერი და პროდიუსერი კვლავ არ აღიარებს ბრალს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მომღერალი აუცილებლად დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას.