აგვისტოს ბოლო,ნინო თოლორდავადედა გახდა. ჟურნალისტს მეორე ქორწინებაში მეორე შვილი შეეძინა. თადა ერეკლე სუროგაციის საშუალებით დაიბადა. როგორც ნინომ გადაცემაში „სთორი“ აღნიშნა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვის გაჩენა არ შეეძლო.
ნინოს მეუღლე ბიზნესმენი გიორგი დავითაიაა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ორი უფროსი შვილი ჰყავს. ნინო ასევე ახალგაზრდა ბებიაა, ამიკო ხაზალია, რომელიც ნინოს პირველი ქორწინებიდან ჰყავს 3 წლის ნოას მამაა.
ჟურნალისტმა"თბილისელებთან"იმ ემოციებზე ისაუბრა, რაც შვილის დაბადებას მოჰყვა. ამბობს, რომ თადა ერეკლემ მისი და გიორგის ოჯახური ურთიერთობა უფრო მრავალფეროვანი გახადა.
- როგორც კი ჩემი შვილი დავინახე, მაშინვე ეიფორია დამეუფლა და ამ დრომდე იმავე მდგომარეობაში ვარ. ეს ენით აღუწერელი ემოციაა – შინაგანი შფოთი, სიხარული, ბედნიერება – ყველაფერი ერთად ახლავს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს პირველი და მეორე შვილის ასაკებს შორის სხვაობა 24 წელი იქნებოდა. ეს კიდევ უფრო საოცარს ხდის ამ ისტორიას.
ამიკო რომ დაიბადა, ალბათ, ოთხი წლის იყო, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მინდოდა მეორე შვილი. მაგრამ არა და არ დგებოდა ეს ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება და თითქოს, ცხოვრება თავიდან დაიწყო, ხელმეორედ შეიძინა აზრი.
მთელი ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით ხოლმე: შენი თვალი ექნება თუ ჩემი, შენი ცხვირი ექნება თუ ჩემი, ქერა იქნება თუ შავგვრემანი... სულ ამაზე ვფიქრობდი. ღამე რომ ვწვებოდი, ჩემი შვილის სახე მესიზმრებოდა. თან, შფოთი მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც პირველ შვილს ველოდი, ყველაფერი მარტივად იყო. არც ვნერვიულობდი, არც ვღელავდი. როგორი იქნება, ხომ ორივე ხელზე ხუთი თითი ექნება, ფეხზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელემენტარულ რამეებზე არ ვფიქრობდი (იცინის). ახლა ყველაფერზე ვღელავდი. სოციალურ ქსელში რამეს რომ წავიკითხავდი, ყველაფერს ჩემს თავზე წარმოვიდგენდი და ეს განცდებს მიმძაფრებდა. განაგრძეთ კითხვა