იაპონელი ფსიქოლოგიის პროფესორი აკიიოში კიტაოკა მის მიერ შედგენილი ოპტიკური ილუზიებითაა ცნობილი და სოციალურ ქსელებში გამომწერებს სხვადასხვა თავსატეხს ხშირად უზიარებს. ზოგი შედარებით მარტივია, ზოგიც იმდენად თავბრუდამხვევი, რომ მასთან გამკლავება ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. მის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ილუზიას გაგიზიარებთ.
სურათზე 12 წერტილია, ხედავთ?
თუ სურათზე 12 წერტილი ვერ დაინახეთ, შეეცადეთ, თვალი ვერტიკალურ ხაზებს გააყოლოთ. წერტილები რთული აღმოსაჩენია იმიტომ, რომ როდესაც თვალი ერთ კონკრეტულ წერტილზე ჩერდება, ან ცენტრზე აკეთებს აქცენტს, დანარჩენები ქრება.
ტესტმა გამოქვეყნებისთანავე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბევრმა ყველა წერტილი აღმოაჩინა, ბევრმაც ვერა. როდესაც ერთ წერტილს ვუყურებთ, ტვინი სიგნალს მის გარშემო არსებულ სივრცეში ყველაზე აშკარა ვიზუალურ ობიექტებზე, ანუ მუქი ნაცრისფერი ხაზების გროვაზე იღებს. ხოლო თუ მზერა მოძრაობს, მაშინ აღქმა რთულია და ყველა წერტილს ვეღარ ვამჩნევთ. ტესტის ავტორის თქმით, ეს ყველაფერი პერიფერიულ მხედველობას უკავშირდება, რაც ადამიანებში სუსტია.