სასკოლო კვება რა ხანია, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად სახელდება განათლების სისტემაში და მშობლებიც ხშირად საუბრობენ ამაზე. თუმცა უფასო კვება სკოლებში ჯერ კიდევ გადაუჭრელი ამოცანაა.
ამ თემაზე უკვე თავად ბავშვებიც საუბრობენ. ინტერნეტის ვარსკვლავი ნიკე ჩაჩანიძე, რომელიც სკოლის მოსწავლეა, სწორედ ამაზე საუბრობს: "მასწავლებელი რომ მეუბნება, 15-ს მიუმატე 5-იო, მე 15 ღვეზელს ვუმატებ 5 დონატს... მე იმას არ ვითხოვ, რომ სკოლაში ხინკლები გაყიდონ. პატარა ხაჭაპურის ნატეხი მაინც დაგვირიგონ..."