„პალიტრა L-ისა“ და „ბიბლუსის“ სპეციალური შეთავაზება მკითხველს - 4 ოქტომბრიდან სამი წიგნის შეძენას მხოლოდ 10 ლარად შეძლებთ. აქცია იმოქმედებს „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.შეარჩიეთ სამი წიგნი სპეციალურად აქციისთვის შექმნილი სიიდან და გაამდიდრეთ თქვენი ბიბლიოთეკა როგორც საბავშვო, ისე კლასიკური, თანამედროვე თუ პროფესიული ლიტერატურით.შეთავაზება ვრცელდება ისეთ წიგნებზე, როგორიცაა: ელიფ შაფაქი - „ევას სამი ქალიშვილი“, „სტამბოლელი ნაბიჭვარი“ და „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“, მარიო პიუზო - „სიცილიელი“ და „ომერტა“; უოლტერ სკოტი - „რობ როი“ (ორტომეული); კულინარიული დღიურების გამოცემები; იაკობ გოგებაშვილი - „ბუნების კარი“, „საღმრთო ისტორია“, მოთხრობები; აღმოსავლური ასტროლოგია; გურამ რჩეულიშვილი - პოეზია, წერილები; ბრაიან თრეისი - „შემოქმედებითობა და პრობლემების გადაჭრა“; რიჩარდ და ფლორენს ეთოუტერები - „მისტერ პოპერის პინგვინები“ და სხვა. სია ათობით სხვადასხვა ჟანრის წიგნს აერთიანებს.ესტუმრეთ „ბიბლუსის“ ფილიალებს და არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, შეიძინოთ სასურველი წიგნები საუკეთესო ფასად!