ბავშვის პროტესტი "არ მინდა... არ გავაკეთებ" შეიძლება ხასიათის გამოვლინებაც იყოს, ასაკობრივი კრიზისის ნიშანიც და ჩვეულებრივი ახირებაც. როგორ განვასხვავოთ ერთი მეორისგან და როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე?
ბავშვების მუდმივი პროტესტი და უარი ყველაფერზე მშობლებისთვის ნაცნობი სიტუაციაა. როგორ განვავასხვავოთ, არის თუ არა ეს ბუნებრივი განვითარების ეტაპი, რომელიც სამი და შვიდი წლის ასაკობრივ კრიზისს უკავშირდება, თუ უბრალოდ, ბავშვის მცდელობაა, მშობლები თავის ჭკუაზე ატაროს?
სამი წლის კრიზისი სწორედ პროტესტით გამოვლინდება. ბავშვი შეიძლება მუდმივად წინააღმდეგობას უწევდეს მშობლებს. ამ პერიოდში ბავშვი ფსიქიკის განვითარების მორიგ ეტაპს გადის, რათა ინდივიდად ჩამოყალიბდეს. ის, უბრალოდ, ვალდებულია თქვას: „არ გავაკეთებ, არ მინდა, რასაც მინდა, იმას ვიზამ" "არ ჩავიცვამ", "არ შევჭამ", "არ წამოვალ" და ასე შემდეგ.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს წინააღმდეგობა ამ ასაკში ნორმალურია და თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ მის გადალახვას. როგორც წესი, სამი წლის კრიზისი დაახლოებით ერთი წელი გრძელდება - 2,5-დან 3,5 წლამდე. ამ ინტერვალის განმავლობაში ბავშვი ასეთი იქნება და ეს ნორმალურია. რაც არ უნდა შესთავაზოთ მას, გეტყვით "არ გავაკეთებ".
ამის წინააღმდეგ ბრძოლა საჭირო არის, თქვენ არ გჭირდებათ ბავშვის დასჯა, უბრალოდ,, უნდა მოელაპარაკოთ. მაგალითად, სიტყვებზე „არ წავალ სასეირნოდ“ შეგიძლიათ იგივეთი უპასუხოთ: „ჩვენ სასეირნოდ არ წავალთ“ და ბავშვი კვლავ გააპროტესტებს: „გავისეირნებთ. ”
მეორე მნიშვნელოვანი (და მშობლებისთვის რთული) პერიოდი შვიდი წლის კრიზისია. ამ დროს მშობლები ხშირად უჩივიან ბავშვის დაუმორჩილებლობას, მაგრამ აქ ქცევის მექანიზმი იცვლება. სადღაც 6,5-დან 7,5 წლამდე ისევ ჩნდება სრულიად ახალი პიროვნება. ეს კრიზისი აუცილებელია იმისთვის, რომ პატარა ადამიანი ბავშვურად მოაზროვნედან ისეთ პიროვნებად გარდაიქმნას , რომელიც უკვე ზრდასრულთა წესების მიხედვით აზროვნებს.
სწორედ ამ პერიოდში მშობლები ხშირად ამჩნევენ, რომ ბავშვი გაჯიუტდა - როცა ეკითხებით, რა მოხდა ბაღში ან სკოლაში, ის დუმს ან გეუბნებათ: „რა შენი საქმეა"? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის ინდივიდუალობა ჩნდება,ზრდასრულობისკენ მიდის ანუ ის თავად ცდილობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. შეგიძლიათ შეადაროთ კიდეც, როგორ იქცევიან სკოლამდელი ასაკის ბავშვები, რომლებიც შევიდნენ შვიდწლიან კრიზისში და რომლებსაც ჯერ არ დაწყებიათ ის.
ვინც ჯერ არ "დაზარალებულა" კრიზისით, უფრო უსმენენ მშობლებს და ღიად ყვება ყველაფერს საკუთარი თავის შესახებ. ხოლო ისინი, ვისაც ასაკობრივი კრიზისი დაეწყო, განსხვავებულ ხასიათს იჩენენ.
როდესაც ძირითადი კრიზისული პერიოდები გაივლის, ბავშვი სრულიად ადეკვატური (ყოველ შემთხვევაში, იდეალურ შემთხვევაში, ის უნდა იყოს ადეკვატური) გახდება. მაგრამ თუ ბავშვი მაიც ცუდად იქცევა, ჯიუტი და ჭირვეულია ასაკთან დაკავშირებული კრიზისების გარეშეც, ეს პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს.
ყველაზე ხშირად, ამის მიზეზი ისაა, რომ ბავშვი მშობლების მანიპულირებას იწყებს. ოჯახური იერარქია ირევა, ბავშვი ოჯახში მთავარი ფიგურა ხდება, კვარცხლბეკზე დგას და ბებია-ბაბუა, დედა და მამა მის გარშემო ტრიალებენ.
როგორც წესი, ასეთი ვითარებები მაშინ ჩნდება, როცა ოჯახში ზრდასრულთა შორისაც არ არის შეთანხმებული მიდგომა ბავშვის აღზრდის საკითხებზე. როცა უფროსები კამათობენ განათლების მეთოდებზე, ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და ბავშვს ეს ყველაფერი ესმის. შესაბამისად, უფროსების ემოციებზე თამაშიც შეუძლია. ასეთ ოჯახებში ირღვევა ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი: ბავშვი ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ადამიანია და მას აღსაზრდელად ზრდასრული ადამიანი სჭირდება. სწორედ უფროსმა უნდა აჩვენოს მას სწორი გზა, ჩაუნერგოს მთავარი ღირებულებები. ბავშვი, რომელსაც უფროსები გონივრულ ზღვრებს ვერ უწესებენ, ლაღები და ბედნიერები კი არა, უფრო ნევროტულები იზრდებიან, რომლებიც ვეღარ ერკვევიან საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებში.
თუ ბავშვმა არ იცის თავისი ადგილი, ყველაფერი იცვლება: ქცევა, მშობლისა და შვილის ურთიერთობის ბუნება, თანატოლებთან ურთიერთობა.