ვივიანს სურდა მკერდის შემცირება, მუცლის, მკლავების, ზურგისა და ნიკაპის კორექცია. თუმცა, ქალი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა, ექიმის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და შემთხვევას პოლიცია იძიებს.
“ვივიან ლირა მონტე ერთდღიან ოპერაციაზე დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ერთ-ერთ შტატში ქირურგი ონლაინ იპოვა. 31 აგვისტოს, მხოლოდ ერთ ქირურგიულ სესიაზე, მან გაიკეთა მკერდის შემცირება და ლიპოსაქცია მუცლის, მკლავების, ზურგისა და ნიკაპის არეში. შემდეგ ლიპოსაქციისგან მიღებული ცხიმი უკანალში გადაინაწილა. თუმცა, სამწუხაროდ, ქალი 26 სექტემბერს, ინტენსიური თერაპიის დაწყებიდან 22 დღის შემდეგ, მუცლის ღრუს მასიურ ინფექციასთან ბრძოლაში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა“, - წერსmirror.