ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მცირე პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდნენ სოციალურ ქსელში, ახალი ოჯახური ვიდეოებით, რომლებშიც პატარა ბერუკა და დადუც ჩანან.
თუმცა მათ ვიდეოებსა და ფოტოებში ყველაზე მეტად თვალშისაცემი მაინც წყვილის ერთნაირი ჩაცმის სტილია. ფოტოებზეც და ვიდეოებშიც ბერას და ნანუკას ყოველთვის ერთმანეთთან შეხამებული, ხან კი ზუსტად მსგავსი სამოსი აცვიათ.
როდესაც წყვილი ერთნაირად იცვამს, ამ სტილს დაბლ-დრესინგი ჰქვია. ხშირად ერთნაირად იმოსება დედა-შვილი, თუმცა ცოლ-ქმარიც ბევრია ცნობილი ამ სტილით. ერთ-ერთი პირველი წყვილი, ვინც დაბლ-დრესინგის სტილი დაამკვიდრა, ვიქტორია და დევიდ ბექჰემები იყვნენ. მათ მერეც არაერთი ცნობილი წყვილი იყო, რომელიც საჯარო გამოსვლების დროს ერთ სტილს ანიჭებდა უპირატესობას.
Double dressing-ის სტილის აქტიურ იმდევრად მიიჩნეოდნენ ასევე ჯასტინ ტიმბერლეიკი და ბრიტნი სპირსი, ერთად ყოფნის პერიოდში.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, რამდენიმე ახსნა აქვს ამ სტილს. ერთი ვერსიით, ერთი სტილის სამოსით წყვილს გამოიყურებოდეს ლამაზად და თან გარშემო მყოფებს უჩვენოს, რომ დიახ, ისინი ერთად არიან, ერთნაირები არიან და ბედნიერები.
მეორე ვერსიით კი წყვილის რომელიმე, უფრო ჩრდილში მყოფი მხარე (ქალი ან კაცი), ირგებს მეორე, უფრო ქარიზმატული ან ცნობილი ნახევრის სტილს, მის სტილს ერგება, რომ მასაც უფრო მეტად მოაწონოს თავი და გარშემო მყოფებს, სხვა ქალებს თუ მამაკაცებს უჩვენოს, რომ დიახ, ეს საუკეთესო მამრი თუ მდედრი სწორედ მისი კუთვნილებაა.