ბავშვის ორგანიზმის და იმუნიტეტის გაძლიერება თითქმის ყველა მშობლის საზრუნავია. რა თქმა უნდა, პირველი, რაც ამ დროს გვახსენდება, ვიტამინებია, რომლებსაც საათიაქო ქსელი ასეთი მრავალფეროვნებით გვთავაზობს. მაგრამ ნამდვილად საჭიროა ვიტამინები და მართლაც გვეხმარებიან ვირუსების თავიდან აცილებაში?
რა თქმა უნდა, ვიტამინების წყალობით ბავშვის ორგანიზმის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფილია. ვიტამინების გარკვეული რაოდენობა ყველა ბავშვს სჭირდება. მათი საუკეთესო წყარო ბუნებრივი საკვებია - ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები, რძე, ხორცი და თევზი. თუ ბავშვი ზოგადად ჯანმრთელია, აქვს დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვება, მაშინ მას მულტივიტამინის კომპლექსების ხელოვნურად მიღება არ სჭირდება.
ნატურალური პროდუქტები, სააფთიაქო ვიტამინებთან შედარებით, უფრო ჯანსაღია, რადგან არა მხოლოდ ვიტამინებს, არამედ ბოჭკოებსაც შეიცავს, რომლებიც საკვების ნორმალური მონელებისთვის აუცილებელია. აშეიცავს სევე ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან უჯრედებისა და ქსოვილების დაზიანებას.
თუმცა, არსებობს გამონაკლისები: საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა ასაკის ჯანმრთელ ბავშვებს სჭირდებათ ვიტამინი D-ს ყოველდღიური დოზა.
ვიტამინი D ორგანიზმში მზის სხივების ზემოქმედების დროს წარმოიქმნება და მხოლოდ გარკვეულ საკვებში გვხვდება - ესაა ცხიმიანი თევზი და კვერცხი. ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას, აქვს სასარგებლო გავლენა ძვლებისა და კბილების ფორმირებაზე და ასევე უზრუნველყოფს ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციას.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმეტესობას არ სჭირდება მულტივიტამინური აბების მიღება, ზოგიერთისთვის ეს შეიძლება აუცილებელიც იყოს. დანამატები ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტს შეავსებს ამ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
თუმცა, სანამ თქვენს შვილს ვიტამინებს მისცემთ, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან, რათა სწორი დოზა დადგინდეს და შესაძლო გვერდითი მოვლენებიც გაითვალისწინოთ.
თუ ბავშვი ჯანმრთელია და არ აქვს ვიტამინების მიღების საჭიროება (მაგალითად, სისხლის ანალიზის შედეგად გამოვლენილი დეფიციტი), მაშინ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსპერტების აზრით, მშობლებმა, ჯობს, ფული უფრო სასარგებლო რამეზე დახარჯონ და არა კვებით დანამატებზე.
”სამწუხაროდ, ასეთი პროდუქტები არ მოიტანს რაიმე სარგებელს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ხელს უწყობენ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. ვიტამინებს შეუძლიათ ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილება მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებსაც არასრულფასოვანი კვება ან საკვების შეწოვის პრობლემები აქვთ. მათთვის, ვინც უკვე ჯანმრთელია (არ აქვს კვებითი დეფიციტი), აბები ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმენაირად დაეხმარება.” - ამბობს მაიკლ სტარნბახი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგიის პროფესორი.
საკმარისი ძილი
ძილის არასაკმარისი ხანგრძლივობის გამო სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი მატულობს. უარესდება იმუნური სისტემის ფუნქციონირება. გახსოვდეთ, რომ ჩვილებმა დღეში დაახლოებით 16 საათი უნდა გაატარონ ძილში. 1-2 წლის ბავშვებმა - 11-დან 14 საათამდე, ხოლო სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის მოსწავლეები - 10-დან 13 საათამდე.
სპორტული აქტივობები
ვარჯიშის წყალობით, ადამიანის ორგანიზმში იზრდება იმ უჯრედების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურად ებრძოლონ ინფექციებს. სპორტით მთელი ოჯახი უნდა იყოს დაკავებული: იარეთ ველოსიპედით, თხილამურებით, ითამაშეთ ფეხბურთი ან ფრენბურთი, იარეთ ლაშქრობებზე და ახალი ადგილები აღმოაჩინეთ.
ძუძუთი კვება
დედის რძე, ფორმულისგან განსხვავებით, შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც ბავშვს სხვადასხვა დაავადებებისგან, მათ შორის დიარეისგან, პნევმონიისგან, ალერგიისგან, საშარდე გზების ინფექციებისგან და ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომისგანაც კი იცავს. კვებეთ ბავშვი ექსკლუზიურად დედის რძით ექვსი თვის განმავლობაში, შემდეგ კი დამატებითი კვება შესთავაზეთ პედიატრის რეკომენდაციების მიხედვით.
დაბალანსებული კვება
ცივ სეზონზე ბავშვებს მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა სჭირდებათ. ფერადი საკვები - სტაფილო, მწვანე ლობიო, ფორთოხალი და მარწყვი - შეიცავს კაროტინოიდებს, რომლებიც ფიტონუტრიენტებია, რომლებიც იმუნური სისტემის მუშაობას აუმჯობესებენ. კაროტინოიდების წყალობით, ორგანიზმში ლეიკოციტების და ინტერფერონის გამომუშავება მატულობს, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან ვირუსებს.