ზაფხულის ბოლოდან სოციალურ ქსელები დუბაის შოკოლადმა დაიპყრო. უამრავმა ადამიანმა სცადა მისი სახლში მომზადება. ბუნებრივია, როცა სახლში ტკბილეული მზადდება, ბავშვები უკვე ემზადებიან გემრიელი ულუფის მისაღებად.
შესაბამისად, გაჩნდა კითხვებიც, ვაჭამოთ თუ არა ბავშვებს დუბაის შოკოლადი?
სხვათა შორის, ეს დესერტი დიდი ხანია პოპულარულია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, უბრალოდ ფართო აუდიტორიისთვის არ იყო ცნობილი.
თავად შოკოლადში ბავშვებისთვის საზიანო არაფერია. ყველა ინგრედიენტი ინდივიდუალურად ბევრისთვის ნაცნობია:
ასეთი შოკოლადის მოხმარების მთავარი უკუჩვენება ალერგიაა კაკაოს, თხილის, ფისტასა და ნებისმიერი სხვა პროდუქტის მიმართ, რომელიც შედის დესერტის შემადგენლობაში. თხილი, პრინციპში, საკმაოდ ალერგენული პროდუქტია, ამიტომ დუბაის შოკოლადის მიცემა ღირს, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვს ალერგია არ აქვს.
ჯობია მცირე პორცია გაასინჯოთ - 50 გრამამდე და აუცილებლად სამი წლის შემდეგ. სამ წლამდე პედიატრები არ გვირჩევენ შაქრის შემცველი ასკვების მიცემას, რადგან ეს საზიანოა არა მხოლოდ კბილებისა და ნივთიერებათა ცვლისთვის, არამედ გემოვნების რეცეპტორების ფორმირებისთვისაც. შაქრის შემცველი საკონდიტრო ნაწარმი მცირეწლოვან ბავშვებში სწრაფად იწვევს დამოკიდებულებას.