ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათი გახდა მშობელი, რომელიც სკოლით კმაყოფილია. სკოლა, სადაც ჩვენი შვილები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდს ატარებენ, სავსეა მოუგვარებელი პრობლემებით და რაც მთავარია, მათი მოგვარების პერსპექტივაც არ ჩანს. რა აწუხებთ ყველაზე მეტად მოსწავლეების მშბლებს და რით არიან სკოლებისგან უკმაყოფილო? ამის შესახებ მშობლები საკუთარ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში გვიზიარებენ.
- "პირველკლასელს 5 გაკვეთილი არ უნდა ჰქონდეს კვირაში 4 დღე"
- "არ უნდა გვიწევდეს დილის ცვლის გამო ფასიანში ტარება და უმნიშვნელოვანეს,ი მე -10 კლასიდან უნდა იყოს დიფერენცირებული სწავლება უნდა შეიცვალოს სახელმძღვანელოები, სკოლა უნდა აძლევდეს განათლებას და არა რეპეტიტორები. დაწყებითის ბავშვების უმრავლესობა ემზადება გარკვეულ საგნებში, რადგან სკოლა ვერ აძლევ იმას, რაც საჭიროა"
- "მასწავლებელს, რომელსაც 36-44 ბავშვი უზის კლასში და 45 წთ აქვს გამოკითხვის და ახალი მასალის ახსნის დრო, თვეში 20 სასწავლო დღეა, მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მოუწევს გამოძახება და გამოკითხვა, ფიზიკურად არ ეყოფა და ვერ მიაქცევს ამდენს ყურადღებას. ამას გარდა, მასწავლებლის მხრიდან მასალის გადმოცემის უნარი თამაშობს მთავარ როლს და მოსწავლის მხრიდან ათვისების უნარი. ყველა ბავშვს ერთნაირი ათვისების უნარი არა აქვს, მასწავლებელიც მხოლოდ იმ რამდენიმე მოსწავლით შემოიფარგლება, რომლებიც ადვილად მიჰყვებიან, დანარჩენად თავს აღარ იტვირთავს, ინგლისურში კითხვა დააწყებინეს ბავშვებს მაშინ როცა ანბანი არ უსწავლებიათ და რომ ვიკითხე ეს რა ხდება-თქო? ,მე პროგრამაში ანბანის სწავლება არ მაქვსო, ასე მიპასუხა მასწავლებელმა."
- "სახელმძღვანელოებით. მეორე ცვლით და რუსულს რომ გვატენიან სავალდებულო საგნად."
- "მასწავლებელს ფიზიკურად არ რჩება დრო, რომ ყველა მოსწავლეს მიაქციოს ყურადღება. კლასში უნდა იყოს 15-18 მოსწავლე, თუ არა ვერც გადამზადებული მასწავლებელი უშველის, ვერც სახელმძღვანელოს შეცვლა"
- "გლდანში თითქმის ყველა სკოლა არის ორ და სამცვლიანი და ასე არ უნდა იყოს!! თუ აძლევენ ამდენი კორპუსების აშენების უფლებას, იქ სკოლები და ბაღებიც უნდა დაამატონ!"
- "ყველაზე დიდი პრობლემა რასაც სკოლაში წავაწყდი, უინტერესო გაკვეთილები და არამეგობრული მასწავლებლებია."
- "პირველ რიგში უკიდეგანოდ ბევრი, უაზრო დავალება, რომლის გაკეთებაც მშობლებს უწევთ, მეორე ის რომ სკოლაში ახსნას დროს საერთოდ აღარ უთმობენ, მესამე ის რომ სახელმძღვანელოები არის ძალიან ცუდი. ბავშვებს თითო საგანში იმდენი სამეცადინო აქვთ, რომ სრულფასოვნად ვერც ერთს ვერ აკეთებენ, იმედია გაიღვიძებს სამინისტრო და რამეს შეცვლის უკეთესობისკენ. ხელოვნების და მუსიკის გაკვეთილები საერთოდ გასაუქმებელია და სასურველია ფორმები დააბრუნონ სკოლებში."
- "მე-7 გაკვეთილი 8-ის 20 წუთზე მთავრდება, უამრავი დავალება, რასაც ხშირად ბავშვი დამოუკიდებლად ვერ წერს. ეს საკითხი სკოლაში უნდა გვარდებოდეს."
- "გამოცდაჩაბარებულმა მასწავლებლებმა ვერ გაამართლა, მუშაობენ მხოლოდ საკუთარი თავებისთვის და დაავიწყდათ, რომ მათ ძალიან საპასუხისმგებლო რამ აბარიათ, ასევე სკოლაში უნდა იყოს ფსიქოლოგის შტატი, ურთიერთობები და სწავლის დონე ნულია"
- "ყველა საჯარო სკოლაში ერთი იგივე დროს უნდა იწყებოდეს სწავლა და სრული 45 წუთი გრძელდებოდეს, რომ პედაგოგმაც და მოსწავლემაც შედეგი მიიღოს. სკოლიდან გამოსულ მოსწავლეს აღარ უნდა სჭირდებოდეს კიდევ რეპეტიტორებთან მომზადება. დავალებების უმეტესობა უნდა გაკეთდეს სკოლაში, რადგან ბავშვი რობოტი არ არის, რომ სკოლის შემდეგ ახლა ისევ იგივე იმეცადინოს რეპეტიტორთან! სწავლა უნდა იყოს მხოლოდ დღის პირველ ნახევარში და დღის მეორე ნახევარი ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა წრეებისა და აქტივობებისთვის, ასევე დასვენებისთვის!" "ბევრი დავალებები, ერთი საგანი აძლევს იმდენს. გეგონება მარტო მისი გაკვეთილია მეორე დღეს… ასევე დაბალი დონე სწავლის…"
- "ინგრევა სკოლები, იმის მაგივრად, რომ აშენდეს და გამრავლდეს. ( აგერ მე5ე წელია ველოდებით). დაწყებითი კლასის მოსწავლეებს რატომ სჭირდებათ რეპეტიტორები?! ან რა უბედურებაა, ეს ორი და სამი ცვლა სკოლებში?! ცალკე ხარისხზე აღარაფერს ვიტყვი"
- "დავალებებით რომლებიც მშობლის შესასრულებელია და არა ბავშვის ვითომ დამოუკიდებლობას უღვივებთ ბავშვებს, ამ დროს ისეთ რამეს ავალებ, რასაც მარტო ვერ გააკეთებს"
- "მაღალ კლასებში მუსიკა რომ ისწავლება და ტექნოლოგიები არა, ეგაა გასაოცარი"
- "სამი ბავშვიდან ერთი სხვა სკოლაში მოხვდა, ორი სხვა სკოლაში, სწავლას 3 ის 20 წუთზე იწყებენ, განუკითხაობაა სრული მაგ მხრივ ...ბავშვებს ფსიქოლოგიურად ანადგურებენ"
- "სასადილო უნდა ჰქონდეთ ბავშვებს და მშობლებს არ უნდა გვქონდეს იმის ფიქრი, რა გავატანო? ან რომ გავატანო, სხვასაც არ მოუნდეს".
- "ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მასწავლებლების მხრიდან" "ზედმეტად დატვირთული სასწავლო პროგრამები პირველივე კლასიდან. აურაცხელი დავალებები. ბავშვებს წაართვეს ბავშვობა."
- "რასაც ვერ ვეგუები, მასწავლებლის მხრიდან პირადი შეურაცხყოფაა... ყველა ვერ იქნება ყველა საგანში მაგარი...თუ ვინმე ვერ ითვისებს ადვილად. მაგალითად. ფიზიკას ან მათემატიკას, მასწავლებელმა არ უნდა ლანძღოს და ადაროს სხვა მოსწავლეს... ასე მთლად უკარგავენ სწავლის სურვილს, ხან მგონია, საბავშვო ციხეში ვუშვებთ შვილებს ყოველდღე... ბავშვის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ასატანი და არა ჩუმად ცრემლების ყლაპვა და მერე მშობლების თუ ბიძა-მამიდა-დეიდების საჩხუბარი დირექციასთან... "
- "თქვენს შვილს რომ არ გამოსდის ასოს მოხაზვა, არ უნდა მიეხმაროთ? რომ არ გამოსდის სიტყვის ამოკითხვა, არ უნდა დაეხმაროთ? ეს პირველი ნაბიჯებია ცოდნისკენ. აქაც თქვენ ასრულებთ მთავარ როლს. რაც უფრო მეტად ჩართულები იქნებით, მით უფრო უკეთეს შედეგს მიიღებთ. ამ ყველაფერს რომ გაუმკლავდეთ უნდა მოიცალოთ საკუთარი შვილებისთვის."
- "მე-12 კლასᲨი დაამატეთ 5 საგანი. რას ასწავლით? მე-11 კლასის პროგრამას ამეორებინებთ. მომზადების საᲨუალება არ აქვს ბავᲨვს."
- "მოიძიეთ ინფორმაცია" - მკლავს ეს ფრაზა. პედაგოგმა რომ მიაწოდოს ის ინფორმაცია, არ შეიძლება?"
- "პირველ რიგში მეორე ცვლა არის საშინელება. ბავშვებს დრო არ რჩებათ სხვა აქტივობებისთვის. ან თუ ახერხებს რამენაირად და დადის სპორტზე ან ხელოვნებაზე, საღამოს 10 საათზე ბრუნდება სახლში მე- 4 კლასელი ბავშვი. ამის შემდეგ სკოლის საგნები უნდა მოამზადოს. 12 წელი ისწავლის და ისევ რეპეტიტორი დასჭირდება უნივერსიტეტში მოსახვედრად, სადაც კიდევ უფრო საჭიროა რეფორმები. სკოლაში სიყვარულს, თანადგომას, ადამიანობას და მსგავს რამეებს არ ასწავლიან, რაც, ჩემი აზრით, სხვა საგნებზე წინ უნდა ისწავლებოდეს."
- "პროგრამები, მასწავლებლების ნახევარი თავიანთი მიდგომებით, მანქანებად რომ არიან ქცეული და ისე მუშაობენ, ოღონდ 1 ჯოული ენერგიაც კი არ დახარჯონ, მთელი პერსონალის ანაზღაურება, არაფრისმომცემი ტრენინგებისა და ტესტებისგან, კიდევ ათასი რამისგან მათი გათავისუფლება, სწავლებისა და ბავშვებისთვის რომ ენერგია და დრო აღარ რჩებათ, ინფრასტრუქტურა, მეთოდები, 5-წუთიანი დასვენებები, სპორტის, ხელოვნების, მუსიკის და ა.შ. სწავლების მეთოდები და საშუალებები, ლაბორატორიების, დამხმარე საშუალებების არარსებობა, არასათანადო სისუფთავე, ბევრგან ექიმის/ექთნის, ფსიქოლოგის არარსებობა, არსებული ფსიქოლოგების დონე, ფორმების არარსებობა, კვება, სასადილოს სიტუაციები, კიდევ გავაგრძელო?"
- "არც მასწავლებელს უვარგა ნერვები და არც მოსწავლეს. ოჯახი ოჯახს არ ჰგავს. მასწავლებელიც ოჯახიდან მოდის. აი, ოჯახების ხელშეწყობა რომ ნულია სახელმწიფოს მხრიდან, ეგ არის ყველაფრის მიზეზი. "
- "მეთორმეტე კლასში დიფერენცირებული სწავლების შემოღების ნაცვლად, ბავშვებს საგნები დაუმატეს... 7 გაკვეთილიც კი აქვთ... სასტიკად არ ვეთანხმები! "
- "კმაყოფილი ვარ, რომ შენობა დგას და დანგრეული არაა. მორჩა."