თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში ეს ბოლო პერიოდი სულ სიახლეებია. მას მერე, რაც 8-წლიანი ძიების დასასრულს მამა იპოვა, შეხვდა ასევე და-ძმებს და ნათესავებს, გადაწყვიტა, რომ მეუღლეზე - სანდრო მიკუჩაძეზე ჯვარი დაეწერა. თამუნა და სანდრო 10 წელზე მეტია ერთმანეთს შეხვდნენ, ორი საერთო შვილი ჰყავთ და ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად მიიჩნევიან ქართულ შოუბიზნესში.
"8 წელი იმიტომ ვეძებე დაბადების დღე, მაინც ძველი რომ დამეტოვებინა... ჰოდა, თან ჩვენი გაცნობის 10 წელი გახდა და ჯვარიც დავიწერეთ", - წერს თამუნა და სოციალურ ქსელში ჯვრისწერის ფოტოებს აქვეყნებს.