სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მეორე შვილს ელოდებიან. მათი ვაჟი გიორგი ივნისში გახდა ერთი წლის, რამდენიმე თვეში კი მას დაიკო ან ძამიკო ეყოლება.
ლიზამ, რომელიც დედობის პარალელურად სწავლას აგრძელებს და სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსზეა, სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა.
ლიზას თქმით, გაგუას კლინიკაში აპირებს მშობიარობას და ძალიან ენდობა მათ ექიმებს.
შეკითხვაზე, რას ფიქრობს ბუნებრივ კვებაზე, ლიზა პასუხობს, რომ ეს ყველაზე დიდი სიკეთეა, რაც ბავშვს შეუძლია გაუკეთო. "გიო 1 წელი და 3 თვე იყო ბუნებრივ კვებაზე და თან ყველაფერს მიირთმევდა. დანებებას რაც შეეხება, არანაირი ზომები არ მიმიღია, თავად დაანება თავი".
თუ როგორ გრძნობს თავს ფსიქოლოგიურად მეორე ორსულობისას და ჰქონდა თუ არა პოსტსამშობიარო დეპრესია, ამაზე ლიზა პასუხობს, რომ არა მხოლოდ პოსტსამშობიარო, არანაირი სახის დეპრესია არ ჰქონია.
რაც შეეხება ტოქსიკოზს, ლიზას თქმით, გიოზე ფაქტობრივად 9 თვე ტოქსიკოზი ჰქონდა, ყოველ მეორე დღეს გადასხმებს იკეთებდა. ახლაც აქვს ტოქსიკოზი.
რაც შეეხება სახელს, ლიზამ აღნიშნა, რომ გიორგი თავის შვილს მამამისის, ექიმ გიორგი ჩიჩუას პატივსაცემად დაარქვა.