ალბათ მთელი საქართველო ელოდა თამუნა მუსერიძის დედასთან შეხვედრას. ჟურნალისტი და ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი ვენაში იყო ჩასული ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად. მასთან შეხვედრამდე დეიდაშვილებს შეხვდა და აღნიშნა, რომ მისი ორივე მშობელი მეგრელი აღმოჩნდა:
"დედა არის კეკელია და ჯიხაშკარიდან. მამა ზუგდიდიდანაა. დედითაც მეგრელი ვარ და მამითაც. დედას მძიმე დაავადება აქვს. ამიტომ ვერ ჩამოვდიოდი ეს თვეები და ვერ ვნახულობდი, კლინიკაში იყო".
სანამ ბიოლოგიურ დედას შეხვდებოდა, თამუნამ აღმზრდელ დედასთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო:
"დედა, მივდივარ და აბა შენ იცი... ბოლომდე ილოცე იქიდან, სადაც ხარ".
შეხვედრის შემდეგ კი ვიდეო ჩაწერა, სადაც ყვება დედასთან შეხვედრის შესახებ:
"პირველ რიგში ვიტყვი, რომ მე არ ვარ მოპარული ბავშვი... ჩემი ცხოვრების გადასარჩენად ვერ ვიტყვი ამას... მე გამაშვილეს. მამა იყო ცოლიანი მამაკაცი, ჰყავდა ორი შვილი. დედა იყო 21 წლის და მოხდა ეს... მესმის მაშინდელი მდგომარეობა. 80-იან წლებში ბავშვის უმამოდ გაჩენა იყო წარმოუდგენელი და ამ ამბავს ვიღებ ჩვეულებრივ... დედასთან შეხვედრის ვიდეო არ დავდე, რადგან მას არ სურს გამოჩენა. მას სიმსივნე აქვს მძიმე ფორმებში. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა... არც კონტაქტი... ღმერთია მოწამე, რომ მაქსიმალურად ვეცადე, აქამდე არ მეთქვა ეს ფაქტი...