ბოლო დღეებია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურამ დაიკლო და ნალექიანი ამინდებია. ამიტომაც, რამდენიმე მშობელმა სოციალურ ქსელში, ჯგუფებში იკითხეს, როდის ჩაირთვება გათბობა სკოლებში. შეკითხვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მივმართეთ.
როგორც სამინისტროში გვითხრეს, სკოლებისთვის გათბობის ჩართვის კონკრეტულ თარიღს სამინისტრო არ ადგენს და შესაბამის გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია იღებს. სკოლები თავად საზღვრავენ, როდის ჩართავენ გათბობას.
გარდა ამისა, მშობლებს უფლება აქვთ, სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ და გათბობის ჩართვა მოითხოვონ.
თამარ იაკობაშვილი