ცნობილმა იტალიელმა სპორტსმენმა, 32 წლის ჭოკით მხტომელმა კლაუდიო სტეკიმ 44 წლის იტალიელ ტოპ-მოდელ მარიაკარლა ბოსკონოზე იქორწინა. წყვილის თქმით, მაშინ გაიცნეს ერთმანეთი, როცა არც ერთი არ ელოდა და არც ეძებდა ურთიერთობებს. ერთი ნახვით შეუყვარდათ და დიდხანს მიმოწერა ჰქონდათ, რადგან იმ პერიოდში მარიაკარლა ნიუ-იორკში ცხოვრობდა და მუშაობდა, კლაუდიო - რომში. საბოლოოდ დაქორწინება გადაწყვიტეს და სიცილიაში მდებარე ვილაზე მოაწყვეს ცერემონია.
ბოსკონო დოლჩე და გბანას ვინტაჟურ სიცილიურ კაბაში იყო გამოწყობილი.
სტუმრებს შორის იყვნენ ნატალია ვოდიანოვა, ანტუან არნო, რიკარდო ტიში, ვიტორია ჩერეტი და სხვა ცნობილი ადამიანები.