სასკოლო პროგრამა მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის ფარგლებში არაერთ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას აძლევს. ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე კი პასუხებს სწორედ ის ადამიანი გასცემს, ვისაც სასკოლო პროგრამა ახსოვს და კარგი ზოგადი განათლება აქვს:
1. რომელი რომაული ღმერთის სახელი ჰქვია პლანეტა სატურნს?
- ომის ღმერთის
- სიყვარულის ღმერთის
- მიწათმოქმედების ღმერთის
- სიკვდილის ღმერთის
2. რა ტემპერატურაზე იწვის ქაღალდი?
- 100 °C
- 451 °C
- 60 °C
- 200 °C
3. რას შეისწავლის ლეპიდოპტეროლოგია?
- პეპლებს
- ქვეწარმავლებს
- მღრღნელებს
- სოკოებს
4. რომელ ევროპულ სახელმწიფოს არ აქვს დედაქალაქი?
- შვეიცარიას
- დანიას
- ნიდერლანდებს
- შვედეთს
5. რომელ მხედართმთავარს ეკუთვნის შემდეგი ფრაზა: "მივედი, ვნახე, გავიმარჯვე" (Veni, vidi, vici)
- იულიუს კეისარს
- ალექსანდრე მაკედონელს
- ოქტავიანე ავგუსტუსს
6. რომელია მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა?
- მარსი
- სატურნი
- იუპიტერი
- ვენერა
7. რომელია დედამიწის უდიდესი ოკეანე?
- წყნარი ოკეანე
- ატლანტის ოკეანე
- ინდოეთის ოკეანე
8. რომელ კონტინენტზე მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერი?
- ევროპაში
- აზიაში
- სამხრეთ ამერიკაში
- აფრიკაში
9. ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ინდოეთში, ჩინეთი მეორე ადგილზეა. რომელი ქვეყანაა მესამე ადგილზე?
10. ვინ იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი?
- ნილ ამსტრონგი
- იური გაგარინი
- ალან შეპარდი
სწორი პასუხები:
- მიწათმოქმედების ღმერთის
- ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ქაღალდი 451 გრადუს ცელსიუსზე იწვის. შესაბამისად, ამ შეკითხვაში ორივე პასუხი სწორია.
- პეპლებს
- ჩამოთვლილთაგან, შვეიცარიას ოფიციალური დედაქალაქი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ფედერალური ასამბლეა ქალაქ ბერნში მდებარეობს.
- ფრაზა ეკუთვნის იულიუს კეისარს. წყაროების თანახმად, მან აღნიშნული სიტყვები გამოიყენა რომის სენატში ძვ. წ. 47 წელს, მას შემდეგ, რაც ფარნაკე II-ის წინააღმდეგ გამართულ ზელასთან ბრძოლაში გაიმარჯვა. ფრაზა დღემდე ძალიან პოპულარულია და სწრაფი გამარჯვების აღსანიშნავად გამოიყენება.
- იუპიტერი
- წყნარი ოკეანე
- ყველაზე დიდი ჩანჩქერი - ანხელი, სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს.
- აშშ
- ნილ ამსტრონგი