ბავშვის გარდერობი, განსაკუთრებით ადრეულ წლებში, უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო და მარტივად მოსავლელი.გთავაზობთ 5 აუცილებელ ნივთს, რომელიც ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს 2წლამდე ასაკის ბავშვის გარდერობში.
ბოდე ყველაზე პრაქტიკული და საჭირო ნივთია ახალშობილებისა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ის კომფორტული და ადვილად გასახდელია, რაც ბავშვებს მოძრაობის თავისუფლებას ანიჭებს. ბოდე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ყოველდღიურად, ასევე ძილისთვის. უმჯობესია აირჩიოთ ნატურალური ქსოვილის, ბამბის ბოდე, რომელიც არ გააღიზიანებს ბავშვის კანს.
ცივი სეზონისთვის შეარჩიეთ გრძელმკლავიანი ბოდე. უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქსოვილის ბოდეების ფართო არჩევანს ხელმისაწვდომ ფასად, ცნობილი ამერიკული ბრენდი - Carter's-ი გვთავაზობს, რომელიც ცნობილი გახდა მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული საბავშვო სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციებით.
მთლიანი კომბინიზონი პრაქტიკული და კომფორტულია ბავშვების აქტიური ყოველდღიურობისთვის. ის ერთიანი ტანსაცმელია, რომელიც იდეალურად იცავს როგორც ზამთრის სიცივისგან, ასევე შემოდგომის გრილი ამინდებისგან.
ცივი სეზონისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ თბილი ქსოვილის კომბინეზონები,ხოლო ზაფხულისთვის მსუბუქი და ბამბის მოდელები.
ძილი ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ რეკომენდებულია შეარჩიოთ კომფორტული და მოსახერხებელი პიჟამა.საუკეთესო ვარიანტია ბამბის ნაჭრის, რბილი პიჟამა, რომელშიც ბავშვი მშვიდად იგრძნობს თავს მთელი ღამის განმავლობაში.
თბილი ორეული ძალიან კომფორტული სამოსია, რომელიც იდეალურია საბავშვო ბაღში, ან სასეირნოდ ჩასაცმელად. ამ სამოსს არ აქვს ზედმეტი შესაკრავები და მისი ჩაცმა/გახდა ძალიან მარტივია. ამასთან, ერთი პრინტის ორეული ძალიან ლამაზად გამოიყურება და მათი არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია.
ჟაკეტი ელვა-შესაკრავზე არის ძალიან პრაქტიკული და მრავალმხრივი არჩევანი.ასეთი შემოსაცმელი შეიძლება იყოს როგორც თბილი, ასევე თხელი, რაც საშუალებას აძლევს ბავშვებს კომფორტულად იგრძნონ თავი სხვადასხვა ამინდში. თბილი მასალები, როგორიცაა “ფულე“, განსაკუთრებულად უზრუნველყოფს სითბოს. ასეთი ჟაკეტები ადვილად ეხამება სხვადასხვა ტანსაცმელს, რაც კომფორტის გარდა, სტილსაც ქმნის.2 წლამდე ბავშვებისთვის ტანსაცმლის შერჩევა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. კომფორტი, უსაფრთხოება და ბუნებრივი მასალების გამოყენება არის
მთავარი პრიორიტეტი. სწორად შერჩეული ტანსაცმელი დაეხმარება თქვენს პატარას იყოს ბედნიერი და თავისუფალი მოძრაობაში!
R