ბავშვის ლამაზი სახელები, რომლებიც 2025 წელს პოპულარული იქნება - რჩევები მომავალი მშობლებისთვის - მშობლები

ბავშვის ლამაზი სახელები, რომლებიც 2025 წელს პოპულარული იქნება - რჩევები მომავალი მშობლებისთვის

2024-10-23 11:39:12+04:00

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რასაც მომავალი მშობლები სვამენ, არის ის, თუ რა სახელი შეურჩიონ შვილს. ზოგს ტრადიციული სახელები ურჩევნია, ზოგი კი რაც შეიძლება, განსხვავებულ და გამორჩეულ ვარიანტს ეძებს. დღეს გაგიზიარებთ იმ სახელების ჩამონათვალს, რომლებიც სხვადასხვა ტენდენციაზე დაყრდნობით, 2025 წელს პოპულარული იქნება.

პოპულარული სახელები ბიჭებისათვის:

2025 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელი ალექსანდრე და მასთან დაკავშირებული სხვა, მსგავსი სახელები იქნება.

ასევე, ტიმოთე, მატეო, მაქსიმე, მაქსი, დანიელი პოპულარულ სახელთა სიაშია.

პოპულარული სახელები გოგონებისათვის:

2025 წლისთვის გოგონების სახელებს შორის სოფია და მარია განსაკუთრებით პოპულარული იქნება. ასევე, ტოპ ხუთეულში ანა, ვიქტორია და ალისაც შედის.

იშვიათი სახელები ბიჭებისათვის, რომლებიც 2025 წელს პოპულარული იქნება:

  • ავგუსტინი
  • ალბერტი
  • რომეო
  • გალა
  • კოსმო
  • პატრიკი
  • რობინი
  • ლუისი
  • ევანი
  • ჯორჯი
  • ხავი
  • სანი

იშვიათი სახელები გოგონებისათვის, რომლებიც 2025 წელს პოპულარული იქნება:

  • ელენი
  • ოლივია
  • ემილი
  • მატილდა
  • შარლოტა
  • ლორეტა
  • ლანი
  • ლეილა
  • მილანი
  • ვიოლეტი
  • კამილია
  • ავრორა