ვალერი მელაძის ცოლმა ალბინა ჯანაბაევამ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, როგორ გაეხუმრა თავის ქმარს. ალბინა მელაძედ გადაიქცა ცოტა ხნით. "პროფესიონალურად ვაოცებ ქმარს ამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც", - დაწერა მომღერალმა.
45 წლის ალბინა და 59 წლის ვალერი ხშირად წერენ იუმორისტულ ვიდეოებს და თავადაც ხალისობენ, გამომწერებსაც ახალისებენ. წყვილი მხიარულად და ბედნიერად გამოიყურება. როგორც ცნობილია, მათი რომანი 2019 წელს გასაჯაროვდა, როცა ვალერი ჯერ კიდევ ორ ოჯახში ცხოვრობდა და პირველ მეუღლესთან მყოფს, ალბინასთან უკვე ჰყავდა საიდუმლოდ გაჩენილი ვაჟი. ალბინას და ვალერის შვილი 2004 წელს გაჩნდა და როცა მათი ამბავი გასაჯაროვდა, ბავშვის ფოტოებიც მალე გამოქვეყნდა. შემდეგ ალბინა დაადანაშაულეს ოჯახის დანგრევაში, თუმცა ვალერი მელაძემ აღნიშნა, რომ მის პირველ ოჯახს დიდი ხნის ამოწურული ჰქონდა საკუთარი თავი. მალე წამოვიდა კიდეც ოჯახიდან და დღეს ალბინასთან ერთად სამ შვილს ზრდის - კონსტანტინეს, ლუკას და აგათას. პირველ მეუღლესთან სამი ქალიშვილი შეეძინა და ერთ-ერთმა მათგანმა უკვე შვილიც გააჩინა, ასე რომ, ვალერი უკვე ბაბუაც გახდა.