ცნობილი დიზაინერი და ბიზნესლედი, ულამაზეს ქართველ ქალებს შორის არაერთხელ დასახელებული მაკა ასათიანი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება საჯაროდ. ამჯერად მეუღლესთან, შვილებთან და რძალთან ერთად დაესწრო მნიშვნელოვანი პროექტის წარდგენას, რომელშიც მისი კუთვნილი კომპანიაა ჩართული. მაკა ასათიანი Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელი და 70%-ის მფლობელია და სწორედ ეს კომპანია აშენებს საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ყულევში.
შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერი კობახიძე და სხვა თანამდებობის პირები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.