მიუხედავად იმისა, რომ დედის ფასი ქვეყნად არავინაა, ზოგჯერ სწორედ დედაა ის ადამიანი, რომელიც შვილს ემოციურ ტრავმას აყენებს.
ეგოისტი დედა განსხვავდება იმით, რომ სჯერა, თქვენ და თქვენი ცხოვრება მთლიანად მას ეკუთვნით. ის შვილს ცალკე პიროვნებად არ აღიქვამს. მას, რა თქმა უნდა, უყვარს და ზრუნავს შვილზე, მაგრამ ამას ძალიან უცნაური გზით აკეთებს: ესაა გრძნობების გაუფასურება, მანიპულირება და ხშირად დამცირებაც. შეიძლება ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიაყენოს შვილს, მაგრამ ემოციურად ყოველდღიურად ტანჯოს.
50 ფრაზა, რომელსაც ეგოისტი დედები ყველაზე ხშირად ამბობენ:
1. "მე შენს ბედნიერებას პირველ ადგილზე ვაყენებ და ამის ღირსი ვარ შენგან?"
2. "ასე იმიტომ იქცევი, რომ მე გამიხეთქო გული."
3. "ცხოვრება და მომავალი დავთმე იმისთვის, რომ შენი ცხოვრება უკეთესი ყოფილიყო, შენ კი ასე მიხდი?"
4. „ეგოისტი ხარ. ისე გადაწყვიტე, რომ ჩემზე არც იფიქრე"..
5. „თქვენი აღზრდით დაკავებული რომ არ ვიყო, მეც კარგი ცხოვრება მექნებოდა“.
6. "შენ დაანგრიე ჩემი ცხოვრება."
7. "არ მჯერა, რომ მთელი ცხოვრება შენ შეგალიე."
8. "შენ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ხარ."
9. "შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ."
10. "ყველაზე უმადური ბავშვი ხარ, რაც მე ვიცი."
11. "ჩემი შერცხვენა გინდა."
13. "ასე ჩემს ჯიბრზე იქცევი?"
14. "იცი, რომ ეს არ მომწონს ეს, მაგრამ სპეციალურად აკეთებ, რომ გული მატკინო."
15. „საკუთარი თავის გარდა არავინ გაინტერესებს“.
17. "არ იმსახურებ იმას, რაც შენთვის გავაკეთე."
18. "რატომ ართულებ ყოველთვის ყველაფერს?"
19. „არავის აინტერესებს რას ამბობ“.
21. "მრცხვენია, რომ შენი დედა ვარ."
24. „ლამაზი ხარ, მაგრამ ცოტა წონაში რომ დაიკლო, უკეთესი იქნები“.
25. "ეს კაბა აღარ ჩაიცვა, გასუქებს."
26. „ძალიან ბევრს ჭამთ. რატომ არ იწყებ დიეტას?”
27. "არ მესმის, რა მოეწონა შენში."
28. „როგორ გიძლებს შენი ქმარ-შვილი“.
29. "შეხედე შენს დას, ის არასოდეს გამიცრუებს იმედებს."
30. "შენ არ იმსახურებ ბედნიერებას."
32. „უნდა გრცხვენოდეს საკუთარი თავის“.
33. "გასაკვირი არ არის, რომ საერთოდ არ გყავს მეგობრები."
34. „საშინელი ბავშვი ხარ. შენ არასოდეს დააფასებ იმას, რაც მე გავაკეთე შენთვის."
35. "შეწყვიტე ტირილი, თორემ მართლა გაგიხდი საქმეს სატირლად!"
36. „აღარ თქვა, რომ ჩემი შვილი ხარ“.
37. „ეს ასე არ იყო. იგონებ რაღაცას."
41. „არავინ შეგიყვარებს თუ ასე გააგრძელებ“.
42. „საშინელი ხასიათი გაქვს და ყველაფერს უკუღმა აკეთებ“.
44. "მოვკვდები და მერე ინანებთ."
45. "ისეთი შვილი მინდოდა, ვისი იმედიც მექნებოდა."