ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა პროდუქტები არ უნდა მივიღოთ საღამოს, თუ გვსურს, დილით შეშუპებამ და დისკომფორტმა არ შეგვაწუხოს:
- საღამოს ნუ შეჭამთ იმ საკვებს, რომელიც დილით ცუდად გაგაღვიძებთ. ასეთია, მაგალითად, კარტოფილი, კომბოსტო, ღორის ხორცი. შეიძლება, სასმელი დალიოთ და დილით ნაბახუსევმა არ შეგაწუხოთ, მაგრამ, სასმელს თუ მიაყოლეთ ეს პროდუქტები, შედეგი შეიცვლება.
კარტოფილი, ღორის ხორცი, ხაჭო, არაჟანი, რძე, რომელიც ძალიან ბევრს კარგი ჰგონია, არც საღამოს საათებში და არც დილის საათებში არ უნდა მივიღოთ. ვერ მოვინელებთ. ხაჭო, არაჟანი, რძე ყველა ადამიანს დისკომფორტს აძლევს, მაგრამ შეიძლება, ვერ მიხვდეს. კარაქი, რომელშიც ერბოს მჟავაა, აუცილებელია. კარაქიანი პური შეგვიძლია, მივირთვათ. ის ჩვენი ტვინისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის მნიშვნელოვანია. 200 გრამი კარაქი, 1 ქილა არაჟანი და 2 სარდელი კალორაჟით ერთმანეთს უდრის. 200 გრამ კარაქს ერთ ჭამაზე ვერ შევჭამთ. 2 სარდელს კი ისე შევჭამთ, სალათასაც მივაყოლებთ, დილით ვისაუზმებთ, საღამოს ვივახშმებთ და ეს ყველაფერი წონაში გადავა. მიირთვით 50-100 გრამი კარაქი დილით. დღის განმავლობაში აღარ მოგშივდებათ. განსაკუთრებით, ზამთრის თვეებში, როდესაც ენერგია გვჭირდება. რატომ მოიგონა ჩვენმა მთიანმა რეგიონმა აჩმა? ერთ ნაჭერს შეჭამდნენ და მერე მთელი დღე თავისუფლები იყვნენ...
თუ საღამოს ცუდად ვჭამთ, ენერგიას არაფერში ვხარჯავთ, ვწევართ. ეს ყველაფერი ინტოქსიკაციაში გადადის. გარდა ამისა, დილით შეშუპებული სახით და ცუდი განწყობით ვიღვიძებთ.