გარემოზე ზრუნვა მაკდონალდს საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კომპანია, თავისი უზარმაზარი მასშტაბის ოპერირების მიუხედავად, ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ზეგავლენა.ამიტომ მუდმივად დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეკომეგობრული იყოს.
მაკდონალდსის "მწვანე ინიციატივები" მრავალ ასპექტს მოიცავს. რადგან მაკდონალდსის უმნიშვნელოვანესი აუდიტორია ბავშვები არიან, ამიტომ მომავალ თაობაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა. სწორედ ამიტომ მრავალი სახის ტესტირებებისა და აქტიური მუშაობით, კომპანია ცდილობს ჰეფი მილისთვის შექმნას ისეთი სათამაშოები, რომლებიც უსაფრთხოა როგორც ბავშვისთვის, ასევე გარემოსთვის. ამიტომ პატარების საყვარელი ჰეფი მილიდან პლასტმასის სათამაშოები სხვადასხვა ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული, 100%-ით უსაფრთხო სათამაშოებით ჩანაცვლდა.
საქართველოში, ჰეფი მილის კოლექციებში, უკვე გვხვდება კოლექციები, რომლებიც სხვადასხვა ეკომეგობრული მასალებისგანაა დამზადებული, როგორებიცაა: ქაღალდისა და მუყაოს სათამაშოები, გადამუშავებული პლასტმასი, მცენარეული წარმოშობის (მაგ. შაქრის ლერწმისგან დამზადებული) პლასტმასი და ა.შ. შაქრის ლერწმისგან დამზადებული პლასტმასის პირველი კოლექცია მიმდინარე წლის დასაწყისში გამოჩნდა მაკდონალდსებში. კოლექციის სახელია Adopt me, სათამაშოებს სპეციალური წარწერაც ჰქონდა: "მე დამზადებული ვარ მცენარეული პლასტმასისგან (ოღონდ არ შემჭამო!)". 2025 წლის ბოლოსთვის მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყნის მაკდონალდსის ჰეფი მილში მხოლოდ გადამუშავებული ან ბიოდეგრადირებადი, მდგრადი, ეკომეგობრული სათამაშოები შეგხვდებათ.
"ჩემთვის როგორც დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდე თუ რამდენად უსაფრთხოა ყველაფერი, რასაც ჩემი შვილი ეხება. მაკდონალდსი ხომ დღესასწაულთან, სიურპრიზთან და სიხარულთან ასოცირდება. მაკდონალდსი ჩემი შვილის საყვარელი ადგილია. ხორცს არ ჭამს, თუმცა ფიქრობს, რომ ყველაზე გემრიელი "ფრიები" მაკდონალდსშია და "ჰეფი მილი" ყოველთვის, ნებისმიერ დროს უზომოდ ახარებს. შესამამისად, ის ფაქტი, რომ ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები და ხის კოვზები და ჩანგლები გვხვდება, ძალიან მახარებს. ბავშვი ჯერ პატარაა იმისთვის, რომ გაიაზროს ეს დეტალები, უფრო მშობლები ვართ ის ადამიანები, ვინც ვხვდებით, ვაფასებთ და მოგვწონს ეს მწვანე იდეები, რომლებიც არამხოლოდ ჩვენი შვილებისთვის, არამედ სამყაროსთვისაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ამით ბავშვებსაც ვაძლევთ მაგალითს და პატარა ასაკიდან თავისი საყვარელი რესტორნიდან სწავლობს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - გაუფრთხილდნენ და იზრუნონ ბუნებაზე. გარდა ამისა, "ჰეფი მილში" მოთავსებული სათამაშოები ავითარებს მოტორულ უნარებს, ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას, აუმჯობესებს პრობლემების გადაჭრის უნარს, ეხმარება სოციალური უნარების განვითარებაში, პატარები სწავლობენ ფერებს, ფორმებს,ციფრებს და ა.შ." – "მაკდონალდსში" შექმნილ დადებით განწყობებზე საუბრობს კონტენტ კრეატორი მანჩო ნოზაძე.
"მაკდონალდსის" ეკომეგობრულობასა და მნიშვნელოვან ინიციატივებზე საუბრობს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირიც და აღნიშნავს, რომ მისასალმებელია, როცა კომპანია თავად ზრუნავს ბავშვს, თავიდანვე ჩამოუყალიბდეს ეკოჩვევები და გარემოს მიმართ პატივისცემა.
"მაკდონალდსი" ყურადღებას აქცევს ბავშვებს, ამის მაგალითია "ჰეფი მილის" უსაფრთხო სათამაშოები. გარდა ეკოჩვევების ჩამოყალიბებისა, ეს ბავშვების ჯანმრთელობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი სათამაშოებია, რომლებიც მცირე ნაწილაკებსა და მომწამლავ ნივთიერებებს არ შეიცავს და არ აქვს მჭრელი კიდეები, რომ შემთხვევით რამე არ გაიჭრას. ჰო, კიდევ საბავშვო წიგნებიც არის "ჰეფი მილში," რაც ჩემს შვილს ძალიან უყვარს, განსაკუთრებით ისინი, თუ ცნობილი გმირების ილუსტრაციებით არის დასურათებული," - განმარტავს გოგა ჩანადირი.
"მაკდონალდსში" ეკოლოგიაზე ზრუნვა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანიის მწვანე ინიციატივები სწორედ პლანეტის დაცვასა და მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული და მრავალ ასპექტს მოიცავს. კომპანია ამცირებს პლასტმასის გამოყენებას და ეტაპობრივად ანაცვლებს მას ბიოდეგრადირებადი შეფუთვებით. ნარჩენების შესამცირებლად ამოღებულია პლასტმასის თავსახური რესტორანში შეკვეთილი გამაგრილებელი სასმლიდან. პლასტმასის საწრუპებს კი, მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში სთავაზობენ მომხმარებელს. ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვა უკვე 100%-ით ეკომეგობრულია. მაგალითად, მაკდონალდსის ყველა რესტორანში სალათებისა და მაკფლარის პლასტმასის შეფუთვა ქაღალდის შეფუთვებით ჩანაცვლდა. პლასტმასის კოვზები და ჩანგლები კი ეტაპობრივად ხისგან დამზადებული, სრულად ბიოდეგრადირებადი ანალოგებით ნაცვლდება.
მაკდონალდსის რესტორნებში მონტაჟდება ჰიპოალერგიული მწვანე ცოცხალი ხავსის კედლები, რაც დეკორატიულ დანიშნულებასთან ერთად, გარემოს ტენიანობას უნარჩუნებს და ე.წ. Carbon Footprint-ის შემცირებასაც უწყობს ხელს. ცოცხალი მწვანე კედლების მონტაჟი, ქუთაისის, მარჯანიშვილისა და გოთუას რესტორნის გარდა, მაკდონალდსის სხვა რესტორნებშიც ეტაპობრივად გრძელდება. აღნიშნული ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ მაკდონალდსი ცდილობს გააუმჯობესოს თავისი გარემოსდაცვითი პრაქტიკა და ამავდროულად შექმნას უფრო სასიამოვნო გარემო მომხმარებლებისთვის და ყოველდღიურად შეგვახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.
საბოლოო ჯამში, ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენება, ეკომეგობრული სათამაშოები თუ სხვა "მწვანე ინიციატივა", რომელსაც მაკდონალდსი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია დიდი, უკეთესი ცვლილებებისკენ.
"ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ!"
იხილეთ მეტი: https://www.mcdonalds.ge/ge/csr
R