ჯამალ ალ ნადაკმა ცოლს საკმაოდ დიდი საჩუქარი გაუკეთა. გოგონა ამბობდა, რომ საჯარო სივრცეებში საცურაო კოსტიუმით წყალში ჩასვლისა და გარუჯვის რცხვენოდა და კონფიდენციალურობა სურდა. ქმარმაც არ დააყოვნა და მას პირადი კუნძული აჩუქა, სადაც ვერავინ შეაწუხებს...
სუდი ალ ნადაკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. უმაღლესი განათლების მისაღებად კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წავიდა. გოგონამ ყოველთვის იცოდა, რომ მისი მეუღლე მდიდარი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, მიზნისკენ საკმაოდ თავდაჯერებულად მიდიოდა. სუდი დუბაის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მომავალი მეუღლე, მილიონერი ჯამალ ალ ნადაკი გაიცნო.
ახლა ის 26 წლისაა, მისი რჩეული კი - 32-ის. ისინი რამდენიმე წელია, დაქორწინებულები არიან და ბედნიერად ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ქვეყანა საკმაოდ მკაცრ კანონებს აყენებს, მით უმეტეს, ქალების შემთხვევაში.
სუდი იძულებულია, არსებული წესების მიხედვით, დახურული ტანსაცმლით იაროს. შესაბამისად, არც სანაპიროზე გარუჯვისა და თავისუფლად ბანაობის უფლება ჰქონდა. ამიტომაც, ქმარმა პრობლემა მარტივად მოაგვარა - სუდის რამდენიმე მილიონად შეფასებული პირადი კუნძული უყიდა, სადაც შეეძლება, იმდენ ხანს იბანაოს და გაირუჯოს, რამდენ ხანსაც მოუნდება. ვერავინ ვერაფერს დაუშლის, რადგანაც ის პირადი საკუთრებაა და არა საჯარო სივრცე...
აღსანიშნავია, რომ სუდი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული ბლოგერია. მას TikTok-ზე 1,3 მილიონი გამომწერი ჰყავს და თავადაც ძალიან დიდ თანხას გამოიმუშავებს. თუმცა, ძვირად ღირებული ტანსაცმლითა და ნივთებით მეუღლისგანაც განებივრებულია.
სუდი ჯამალის ერთადერთი ცოლია. თუმცა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 4 ცოლის შერთვა ნებადართულია... სუდიმაც იცის, რომ შესაძლოა, ეს პრივილეგია მალე დამთავრდეს და მისმა მეუღლემ კიდევ სხვა ქალები შეირთოს ცოლად, თუმცა თავადაც წარმატებულია და ქმრის თანხასაც სურვილისამებრ ხარჯავს.
სუდი ალ ნადაკი დედობისთვის ემზადება. თუმცა, იმისათვის, რომ ქალმა პირველი შვილი გააჩინოს, ქმარს 3 მთავარი პირობა წამოუყენა:
ჯამალმა თითოეული ბავშვის დაბადებისთვის 1 მილიონი დირჰამი უნდა გადაუხადოს, ასევე, აჩუქოს დიზაინერული ჩანთა, მანქანა და დამხმარე პერსონალი გაუორმაგოს. სუდი ამბობს, რომ როგორც კი დედა გახდება, მთელ დროს შვილთან ერთად, ჰობის განვითარებასა და საკუთარ ბლოგს დაუთმობს.
ქალი ასევე გეგმავს, რომ მშობიარობიდან მალევე სხვადასხვა პროცედურას მიმართოს, რომ ფორმაში ჩადგეს.
რაც შეეხება კუნძულს, ქმარსაც საკუთარი მოთხოვნები აქვს - ქალმა პირად კუნძულზე საპირისპირო სქესის მეგობრები არ უნდა დაპატიჟოს. ასევე, მუდმივად გაუზიაროს ლოკაცია, ანუ სად იმყოფება და მისცეს სოციალური ქსელების პაროლები. მილიონერის მეუღლეს პირადი დაცვა დაჰყვება, თუნდაც ყავის დასალევად გადიოდეს...
სუდი ალ ნადაკის თქმით, მდიდრულ ცხოვრებას საკუთარი უარყოფითი მხარეები აქვს. მას სულ ეშინია, რომ შეიძლება, გაძარცვონ და ამავდროულად, ქალმა მუდმივად უნდა იზრუნოს, რომ შესანიშნავად გამოიყურებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქმარმა მიატოვოს.
სოციალურ ქსელებში მისი ცხოვრებით ბევრი აღფრთოვანებულია, ბევრს კი ჰგონია, რომ ეს ბედნიერება მოჩვენებითი და ყალბია.