როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ ერთ წელზე ცოტა მეტი ასაკისაა და დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, შეშფოთების საფუძველი ჯერ არ არსებობს. ყველას თავისი განვითარების ტემპი აქვს და თუ მეზობლის ბავშვის მსგავსი არ არის, ეს არ ნიშნავს რომ პრობლემა აქვს.
სანამ ბავშვი პირველ ნაბიჯებს გადადგამს, ის მზად უნდა იყოს ამისათვის - დააგროვოს საკმარისი შეგრძნებები, შეამოწმოს ფეხების საიმედოობა, მოიპოვოს სტაბილურობა, განავითაროს მოძრაობათა მკაფიო კოორდინაცია ყველა მნიშვნელოვანი ორგანოსა და სისტემის ფუნქციებთან ერთად - ხედვა, სმენა, ვესტიბულური აპარატი, გაიძლიეროს კუნთებს, სახსრები, ძვლებს.
ბავშვს ბევრი ადგილი მიეცით სამოძრაოდ. ეცადეთ, დიდხანს არ გააჩეროთ ის პატარა სივრცეში, როგორიცაა მანეჟი ან მაღალი სკამი. პირიქით, წაახალისეთ და უბიძგეთ ახალი, დამოუკიდებელი აღმოჩენებისკენ. არ შეზღუდოთ მისი აქტივობა, მაგრამ აუცილებლად დააკვირდით ბავშვს უსაფრთხოებას ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და ადვილად შეიძლება დაშავდეს.
კარგ და თბილ ამინდში, მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ადგილზე არ არის ისეთი საგნები, რომლებმაც მას შეიძლება ზიანი მიაყენოს, შეგიძლიათ მისცეთ მას ფეხშიშველი სიარულის საშუალება. ფეხებზე ხომ ბევრი აქტიური წერტილია, რისი დახმარებითაც ის იგრძნობს საყრდენს და თანდათან მოიპოვებს ნდობას. ამრიგად, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო მოძრაობა, სასიგნალო სისტემის დახმარებით, ტვინიდან კუნთებამდე სხვადასხვა სახის ინფორმაცია გადაიცემა. საყრდენი წერტილები მიუთითებს წნევის ხარისხზე და მის განაწილებაზე ფეხის გასწვრივ, ვესტიბულური აპარატი - სხეულის პოზიციას სიმძიმის ცენტრთან და დედამიწის ზედაპირთან მიმართებაში.
ახალი სივრცეების დაუფლებით, ბავშვს შეუძლია ნებისმიერ ადგილას აღმოჩნდეს და აკეთოს ის, რაც სურს მისაწვდომ სიმაღლეზე. ეს მიუღებელი და ძალიან საშიში ქმედებებია! მოზრდილები, რომლებიც ბავშვს გვერდით იმყოფებიან, ყოველთვის უნდა იყვნენ ფხიზლად, ახსოვდეთ შესაძლო საფრთხეების შესახებ და თავიდან აიცილონ ისინი.
სასარგებლო ვარჯიშები: მუხლებზე ცოცვა. აიყვანეთ ბავშვი მკერდის ქვეშ ამოდებული ერთი ხელით და გვერდულად მიიხუტეთ, დააყენეთ მუხლებზე, მაგრამ არ მისცეთ უფლება, მთელი წონით დაეყრდნოს. დაიწყეთ მისი ამოძრავება ოდნავ მარჯვენა მხარეს, ერთ მუხლზე. მასზე დაყრდნობის მცდელობისას, ბავშვი შეეცდება მეორე ფეხი წინ წამოწიოს, თითქოს ფეხის გადადგმას ცდილობს. დაიწყეთ მისი გადაადგილება მეორე ფეხით. გაიმეორეთ მოძრაობები, თანდათანობით გაზარდეთ დაყრდნობის ხარისხი.
მუხლებიდან წამოდგომის სწავლება:
საქანელაზე/სარწეველა სკამზე ვარჯიში:
ეს სავარჯიშოები ეხმარება ბავშვს სიარულისთვის საჭირო ძირითადი მოტორული უნარების დაუფლებაში.