გრიგორი ლეპსმა ბოლო გულახდილ ინტერვიუში 44 წლით უმცროსი შეყვარებულის შესახებ ისაუბრა. რომან კოსტომაროვთან ინტერვიუში მან სამომავლო გეგმები გაამხილა საყვარელ ავრორა კიბასთან დაკავშირებით. 62 წლის ლეპსი ლონდონის მოდის კოლეჯის 18 წლის სტუდენტს ზაფხულიდან საცოლეს უწოდებს. ლეპსის თქმით, ხვალაც მზადაა საყვარელთან ერთად ქორწინების სარეგისტრაციოს გაიქცეს.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ მოიქცეოდა თავად გრიგორი, თუ მისი სამი ქალიშვილიდან ერთ-ერთი სახლში იმავე ასაკობრივი სხვაობით საქმროს მოიყვანს. ”ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. წინააღმდეგი ვიქნებოდი, მაგრამ ამით რა შეიცვლებოდა? იქნებ სულაც ვცდები ამ ადამიანში? ვერ ვიტყვი, რომ ადამიანთა სულებში ექსპერტი ვარ“, - თქვა ლეპსმა.
კოსტომაროვმა ასევე ჰკითხა, თუ რას ფიქრობენ გრიგოლის შვილები მის რომანზე. „მართალი გითხრათ, მათთვის არ მიკითხავს. მაგრამ ალბათ მაინც დისკომფორტის გრძნობას განიცდიან. გარკვეულწილად, ნამდვილად ცუდად გრძნობენ თავს დედისა და მამის გამო. რატომღაც ასე მოხდა ცხოვრებაში“, - აღიარა მომღერალმა და განმარტა, რომ მის ირგვლივ ყველა შოკირებულია ამ რომანით. თუმცა, ეს ყველაფერი არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ლეპსის მეექვსე გრძნობა ეუბნება, რომ მას და ავრორას მინიმუმ 10 -წლიანი ბედნიერი ცხოვრება ელით წინ
შეგახსენებთ, რომ ლეპსი საზოგადოებაში პირველად 44 წლით უმცროს შეყვარებულთან ერთად, მიმდინარე წლის ივნისში, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის შემდგომ წვეულებაზე გამოჩნდა. მოგვიანებით, შეყვარებულები "MUZ-TV Awards 2024 დაესწრნენ. ისინი ხელჩაკიდებულნი ჩაეხუტნენ წითელ ხალიჩაზე, რითაც რომანის შესახებ ჭორები დაადასტურეს. მეტიც, მომღერალმა გოგონას საცოლე უწოდა და ბეჭედი აჩუქა მრავალკარატიანი ბრილიანტით. ცოტა ხნის წინ, გოგონა ლონდონში პრესტიჟულ კოლეჯში სასწავლებლად გაემგზავრა. ლეპსი კი ამბობს, რომ მზადაა, მის დაბრუნებას დაელოდო.