მას მერე, რაც რუსეთიდან გაემგზავრა, ვალერი მელაძე ოფიციალურ ღონისძიებებში აღარ მონაწილეობს. საახალწლო და კორპორატიულ წვეულებებზე კი თავისი ჰონორარი აქვს დაწესებული, რის ფასადაც მზადაა, ჩავიდეს და თავისი ჰიტები შეასრულოს. მის ჰონორარზე რუსულ პრესაში წერენ. როგორც გაირკვა, მომღერლის ჰონორარი 150 ათასი ევროა. გარდა ამისა, მომღერალი თანახმაა, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერდეს და საკვებიდან აუცილებლად რასაც ითხოვს, ეს ერთი ქილა ბლის მურაბაა. სცენაზე გასვლის წინ კი უფრო მაგარი სასმელი სურს - 12-წლიანი ვისკი და კოკა-კოლა.
ვალერი მელაძის ჰონორარი რუსეთიდან წასულ ვარსკვლავებს შორის ყველაზე მაღალია. მომღერალი ცოლთან და შვილებთან ერთად ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.