თამრიკო ჭოხონელიძე "ნიკოლოზის კითხვებს" სტუმრობდა და ბევრ სხვა თემასთან ერთად, გია როინიშვილთან გახმაურებულ დაშორებასა და კვლავ შერიგებასაც შეეხო:
“ოჯახის შექმნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა... ვიცოდი, რომ ეს დაშორება მხოლოდ პაუზა იყო. ყველაფერი ხდება. ყველას ცხოვრებაში შეიძლება, რაღაც მსგავსი მოხდეს. შეიძლება უფრო ცოტახნიანი, შეიძლება - ერთდღიანი, მაგრამ ის პაუზა იყოს ძალიან მტკივნეული. ჩვენთან ცოტა უფრო დიდხანს მოხდა, მაგრამ არ შეიძლებოდა სხვანაირად. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნება... საქორწინო ბეჭედიც არ მომიხსნია. ჯერ ერთი, ეს ბეჭედი დასტურია ჩემი იმ გრძნობის, რამაც ოჯახი შემაქმნევინა.და მეორე, კოკო და მარიამი არსებობენ და მათთვის ღირდა ჩემი მოსვლა ამ ქვეყანაზე. ეს არის ჩემი მთავარი მისია... მანდაც ძალიან მატკინეს... ისეთ რაღაცებს წერენ დღესაც, ჩვენს ურთიერთობაზე. ასე როგორ კადნიერდებით, სხვის ცხოვრებაში ასე როგორ იჭრებით? როცა გაიგეს, რომ ჩვენ ავაწყვეთ ურთიერთობა, ვმეგობრობთ და ბევრი რამ ამოვიცანეთ ამ პაუზაში ერთმანეთის, გავაანალიზეთ... ამასაც ისე შიფრავენ. ამ დონეზე როგორ არ გრცხვენიათ, დაანებეთ თავი ოჯახს...”