ბავშვებს შორის ჩაგვრა, ბულინგი, ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ვისაც ეს შეჰხებია, როგორც წესი, ღრმა კვალიც დაუტოვებია. ბულინგი სკოლებში ყველაზე მწვავედ იგრძნობა, სადაც სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის ბევრი ბავშვია თავმოყრილი. რას ფიქრობენ მშობლები ამ საკითხზე, რამდენად ხშირად მოუწიათ ამ პრობლემასთან გამკლავება და რა ესახებათ გამოსავლად - ამის შესახებ მოსაზრებებს მშობლები სოციალურ ქსელში გვიზიარებენ:
- "გზა და ხსნა ალბათ იმაშია, რომ სწორი ღირებულებებით ავღზარდოთ პატარა ასაკიდან ჩვენი შვილები... ოჯახის როლი უპირობოდ უპირატესი და მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი მშობელი ჯერ კიდევ თვითონ არის "აღსაზრდელი".
- "ბავშვი დაწყებით კლასში თუ ვერ ერკვევა ჯერ და უჭირს სწავლა, მასწავლებელი ჩლუნგს და შტერს რომ ეძახის მთელი კლასის თანდასწრებით და ამას სისტემატური სახე აქვს, მშობელია ჯერ აღსაზრდელი?"
- "უმნიშვნელოვანესია მშობლისა და პედაგოგის დიდი ყურადღება და ჩართულობა მსგავს პროცესებში! არა აქვს მნიშვნელობა, უთანხმოება პატარა და უმნიშვნელოა თუ უკვე სამწუხაროდ, გამწვავებული... უსარგებლო მიდგომა "არ ჩაერიო, თვითონ მოგვარდებიან", "ბავშვი არ უნდა უყვებოდეს მშობლებს ყველაფერს" მიმაჩნია, რომ არის უტაქტო, გაუაზრებელი, გაუნათლებელი, ქუჩური დონის ვაი-აზროვნება. ჯანსაღი ბავშვი არის გახსნილი ჯანსაღ ოჯახში, მშობლებთან,მშობელი კი დროულად ატყობინებს უსიამოვნო დეტალებსა და ფაქტებს პედაგოგს! პედაგოგი იჩენს დიდ ყურადღებას ყველა დეტალისადმი!"
- "ჩაგვრაზე და ძალადობაზეც არაა იმდენად საუბარი, როგორც ზოგადად ურთიერთობის ფორმებზე - ხელის კვრა, წამორტყმა და ა.შ. რომ არ არის ურთიერთობის ფორმა, ამით უნდა დავიწყოთ ალბათ. ერთ-ერთი პრევენციის გზა ესაა. და ხშირად არ არის საჭირო განსაკუთრებული მიდგომები, მაგ.: სპორტის გაკვეთილზე კონკურენტული თამაშების დროს ქცევის წესების დაცვა და ხელის კვირის გარეშე თამაში შეიძლება ყოველდღიურობაშიც გადაიტანონ, მაგრამ ამაზე ყურადღების მუდმივი გამახვილებაა საჭირო."
- "ძალიან ხშირია სკოლებშიც და სკოლის გარეთაც, ვცდილობ ყოველთვის ვიყო ჩართული მათ ყოველდღიურობაში, მაგრამ მარტო მშობელი ვერაფერს იზამს, სკოლებში აუცილებლად უნდა აკონტროლოს ეს სიტუაცია ვისაც ევალება. თუნდაც დამრიგებელმა. ძალიან ცუდი სიტუაცია, უკონტროლო ფაქტიურად."
- "დამრიგებელი რამდენიმე საათს გააკონტროლებს, რომ გავა სკოლიდან, მაინც გააკეთებს იმას, რაც შიგნით აქვს. და იცით რა აქვს შინგნით? სახლიდან წამოღებული აგრესია, ბოღმა, პროტესტი... უდედობის,უ მამობის... ბებიებთან იზრდებიან . 60 %-ს არ ყავს დედა გვერდით. და ამის პროტესტს ანთხევს სკოლაში. ამას მასწავლებელი ვერ უშველის, დედები უნდა დაუბრუნდნენ შვილებს და თავად გაზარდონ შავ პურზე, მაგრამ დედის გვერდით."
- "სკოლაში ძალიან ხშირად ხდება ბულინგი და სხვათაშორის მასწავლებლებიც ზოგჯერ თვალს ხუჭავენ, სამწუხაროდ. ნაცვლად იმისა, რომ მოძალადე ბავშვს დაელაპარაკონ და პასუხი მოსთხოვონ, დაზარალებულს ამტყუნებენ. რომ იყო ესეთი შემთხვევა, გავეცი საკადრისი პასუხი. აბა მეორედ გაბედოს."
- "საჯარო სკოლებში ძალიან ხშირია, დაწყებითების მასწავლებელმა ყელში მოუჭირა ხელი და აჯანჯღარა! სამწუხაროდ, ვერ დავამტკიცე და ხმა რომ ამოვიღე, გაგრძელდა ბავშვზე ძალადობა, სანამ მეც და ბავშვს ნერვიული სისტემა არ შეგვირყიეს და საბედნიეროდ, დროულად გამოვუცვალე გარემო ."
- "მშობელმა არ უნდა დაიცვას შვილი, როცა ტყუის, როცა თანატოლებს ცუდ სიტყვებს აკადრებს, როცა ხელს კრავს, როცა დასცინის, აბულინგებს... არის მშობელთა კატეგორია,რომლებსაც სწყინთ, მის შვილს თუ კარგი საქციელისკენ მიუთითებ და გარბის მანდატურთან... ასეთი ბავშვებისგან უარესსაც უნდა ელოდოთ. სანამ მშობელი დაიცავს შვილის ცუდ საქციელს, მანამ გაუარესდება სიტუაცია."
- "ასეთ დროს ყველაზე მნიშვნლეოვანი ის მგონია, რომ ბავშვი იყოს გახსნილი მშობელთან და მოუყვეს სკოლის ამბები. მეორე ეტაპია მშობლებს შორის საუბარი და არა ჩხუბით. მესმის, ძალიან ძნელია, როცა შენს შვილს ეხებიან, თუმცა პირველ ეტაპზე სიყვარულით დალაპარაკება უკეთესია, მაინც ბავშვები არიან და მათაც ეშლებათ, მაგრამ თუ არ გაჭრის გაფრთხილება და ლაპარაკი, მერე ალბათ სხვა ზომებია მისაღები."
- "ბავშვებს შორის ჩაგვრა და ერთმანეთში ჩხუბი ბაღიდან იწყება. არავინ აქცევს ყურადღებას და აბა რა იქნება. ჩემს შვილს ბაღში ლამის თვალი ამოთხარეს. ავდექი და გამოვიყვანე ბაღიდან".
- "ვეღარ გავიგე, როგორ მოვიქცე - ჩემსას ვეუბნები, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ სხვა იგივენაირად რომ ექცევა, მერე ვეღარ ვხდები, რა ჯობია. ულ დაჩაგრული არ მინდა იყოს, რაღაც შუალედი მჭირდება ასეთ "ტიპებთან" ურთიერთობა რომ ვასწავლო ჩემს შვილებს."
- "პრობლემა უფრო ბულერში არაა, იმ ტაშისმკვრელ გარემომყოფებშია, რომლებიც ირიბად მხარს უჭერენ ბულერს. ჩამოაცილეთ ეს საზოგადოება მჩაგვრელს და დარჩება მარტო."
- "როცა ბავშვს ადარებ სხვა ბავშვს, მნიშვნელობა არა აქვს ეს მშობელი იქნება თუ მასწავლებელი. მანდ ყალიბდება ბავშვი მოძალადედ, ხდება აგრესიული იმ ბავშვების მიმართ, ვისაც მასზე უკეთესად თვლიან და ადარებენ. იღვიძებს შური და ეგოიზმი. ასე რომ, აუხსენით, რას აშავებს. ნუ უხსენებთ სხვა ბავშვებს. არ არსებობს ცუდი ბავშვები, არსებობს ცუდი და კარგი ჩვევები. ხშირად გამიგია თვითონ აღსაზრდელი მშობლებისგან, მაგან როგორ უნდა გაჯობოს. ამით ბავშვის ფსიქიკა ზიანდება, რადგან არ შეუძლია ის, რაც სხვას შეუძლია. დააფასეთ ის, რაც ბავშვს შეუძლია."
- "სკოლაზე რომ ვწერთ გაკვირვებულ-გაოგნებულები, იქნებ ჯერ საზოგადოების უფროს ნაწილს ჩაახედა საკუთარ თავში, როგორ გარემოს ვქმნით სკოლის გარეთ? ბავშვები ლაკმუსივით არიან, მხოლოდ პატიოსნად გამოხატავენ იმას, რასაც უფროსები რეალურად ვფიქრობთ და ვაკეთებთ. გადახედეთ ონლაინ სივრცეს, როგორ ველაპარაკებით ერთმანეთს, როგორ გვძულს, ვინც არ გვეთანხმება... ამ საზოგადოებისა და სივრცის ნაწილი არ არიან ჩვენი შვილები? როგორი გარემოც შევქმენით თავად, ისეთივე გარემოა ერთ მიკროსამყაროში, სკოლა რომ ჰქვია. ბავშვები არ სწავლობენ იქედან, რაზეც ვლაპარაკობთ. ისინი ჩვენი ქცევებით ყალიბდებიან. ჩავიხედოთ სარკეში და დაკუთარ თავს აღმოვაჩენთ ჩვენი შვილის ქცევებში. ეგ არის და ეგ მთელი ფილოსოფია. ამდენ სიყალბეში კიდევ კარგები არიან ჩვენი ბავშვები, ერთმანეთს რომ ცოცხლად არ ჭამენ. იმიტომ, რომ უფროსები ამდენ ტყუილში ვიხრჩობით..."
- "ერთი კლასელი ბიჭი ჩაგრავდა ბავშვს, მივედი კლასში, მასწავლებელს დაველაპარაკე, გაიკვირვა და გაამართლა... ასე არ უნდა-მეთქი და პირდაპირ ბავშვს ვუთხარი, მეორედ კიდევ თუ იზამ, შენს სახლში მოვალ, დედაშენს ვეტყვი და პოლიციასაც-თქო... როგორც ექცევი, ისე მოგექცევი, როგორც კი სკოლიდან გახვალ-თქო..რომ არ შემეშინებინა, ისევ გააგრძელებდა. იძულებული გამხადა იმ ხეპრე მასწავლებელმა, რომ ასეთი რამ მეთქვა ბავშვისთვის... იმის ბულინგი შეწყდა... (მესამე კლასში)"
- "პედაგოგმა უნდა მოაგვაროს ყოველთვის. ნიადაგი წინასწარ, შეუმჩნევლად, ნელ-ნელა უნდა შექმნას. ატაროს კლასის კრებები. დასვას საკითხი და მოისმინოს მოსწავლეთა აზრი, პრობლემები და დასვას ბოლოს კითხვები, როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა. ეს მარტო ბულინგს, არ ეხება. მოსწავლეთა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობებს, მოსწავლეთა საზოგადოებასთან ურთიერთობას ეხება. მოსწავლეთა მსჯელობის შემდეგ, დაისახოს გადაჭრის გზები. ერთს დავამატებ. მოსწავლეთა აზრი, უკმაყოფილება, ვინმეს მისამართით, თუნდ დირექციის წარმომადგენელი იყოს, კარს გარეთ არ უნდა გამოვიდეს. ჯგუფში, შიგნით, უნდა მოგვარდეს. შეიძლება, მოხდეს ისე, რომ სიმართლის თქმას ვინმემ თავი აარიდოს. მასწავლებელი მზად უნდა იყოს ამისთვის და ეს უხერხულობა ოსტატურად აიცილოს - წერილობით მოითხოვოს ისე, რომ ვინაობა არ მიაწეროს ბავშვმა. თუმცა შესაძლებელია, ჯგუფში ავტორის გარეშე გაირჩეს დასმული საკითხი და ასე გაეცეს პასუხი. შედეგს მიიღებს პედაგოგი, თუ სამართლიანია და ნდობა აქვს მოსწავლეებში. დამრიგებელმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს ჯგუფთან ერთად. იდგეს როგორც თანასწორი საკუთარ მოსწავლეებთან. აკონტროლოს სისტემატურად მოსწავლეთა ურთიერთობები და იკვლიოს ფარულად გამომწვევი მიზეზი, რომ იქედან დაიწყოს მოგვარება. ეს არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა. ერთს დავამატებ, სამართლიანი და ობიექტური უნდა იყოს მასწავლებელი. არ განასხვავოს კოლეგის შვილობით, სიღარიბით, თანამდებობის პირის შვილობით დ.ა. შ. არავითარ შემთხვევაში. ინდივიდუალურად, დამატებით უნდა იმუშავოს ასეთ აღსაზრდელებთან და დაარწმუნოს, როგორი ქცევაა საჭირო ამხანაგთან".