თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, ბავშვის პიჟამებში ძილის განხილვა არ ეხებათ ძალიან პატარებს - მათთვის ნამდვილად საჭიროა ჩაცმული ძილი. სკოლამდელ ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულყოფილი თერმორეგულაციის სისტემა, ისინი აქტიურად ატრიალებენ ძილში, ხშირად იხდიან საბანს და შეიძლება გაცივდნენ.
მაგრამ მოზრდილი ბავშვისთვის, რომელსაც უკვე მშვიდად სძინავს მთელი ღამე, ლოგინში პიჟამა შეიძლება ზედმეტი ტვირთი გახდეს. რა თქმა უნდა, ის არც ერთ ასაკში არ უნდა იყოს ძალიან თბილი და სქელი, როგორც სახლის სამოსი და აი, რატომ:
პირველ რიგში, ძილის დროს სხეულის ტემპერატურა ყოველთვის ოდნავ მატულობს. ჩვეულებრივ, ადამიანი გრძნობს, რომ ცხელა, რეფლექსურად იხდის საბანს, შემდეგ იფარებს, გაღვიძების გარეშეც კი. ასე თბილ პიჟამას ვერ მოიშორებ. გადახურების გამო კი ბავშვს ძილი ერღვევა და დილით თავს დაღლილად გრძნობს.
გარდა ამისა, თბილ პიჟამაში გამოწყობილი ადამიანი ძილში ოფლიანობს. ეს კი კანის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. გამონაყარი, ქავილი - ეს ყველაფერი ძილის დროს გადახურების შედეგია.
მესამე, პირველი ორი მიზეზი შესანიშნავი საკვებია ლოგინის ტკიპებისთვის. ისინი ლეიბებსა და ბალიშებში ცხოვრობენ და მკვდარი კანის ფანტელებით იკვებებიან. რაც უფრო მეტად ოფლიანდება ადამიანი, მით მეტად მრავლდება ტკიპა, რომელიც, თავის მხრივ, ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
შეგახსენებთ, რომ ბავშვმა მშვიდად რომ დაიძინოს, ოთახში არ უნდა ცხელოდეს - სასურველი ტემპერატურის მაქსიმუმ +20 გრადუსია. ამასთან, ძილის დროს ადამიანს არც უნდა სციოდეს – ამაში თბილი საბნები გვეხმარება.
უნდა იყოს რბილი და სასიამოვნო შესახები კანზე (მაგ. ბამბა). "სუნთქვადი" ქსოვილი, რომ არ გაოფლიანდეს. ასევე გამძლე, რომ ხშირ რეცხვას გაუძლოს.
რაც შეეხება ზომას, არც ძალიან ვიწრო და არც ძალიან ფართო. უნდა იძლეოდეს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას, სიგრძე უნდა იყოს ზუსტი.
რა მოხდება, თუ პიჟამას გარეშე დაიძინებს?
პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ჰიგიენური მხარე - ამ შემთხვევაში საწოლის თეთრეული უფრო ხშირად უნდა გამოცვალოთ.
ასევე სულ უნდა აკონტროლოთ ტემპერატურა ოთახში, რათა არ გაცივდეს. საბანი სეზონის შესაბამისად უნდა უცვალოთ. თუ ბავშვი აპროტესტებს პიჟამას, თუ ძალიან არ უნდა პიჟამის ჩაცმა, შეგიძლიათ მსუბუქი, კომფორტული მაისური და შორტი შესთავაზოთ ალტერნატივად.
ზაფხულშიც რეკომენდებულია მსუბუქი საძილე ტანსაცმელი და აი, რატომ:
იცავს ლოგინს ოფლისგან, შესაბამისად, იკლებს მკვდარი კანით დაბინძურების რისკიც. შეიძლება ღამით საჭირო გახდეს სწრაფად წამოდგომა და ჯობს, ამ დროს ბავშვი რაიმე სამოსით იყოს. გასათვალისწინებელი ვენტილატორის ან კონდიციონერის ფაქტორიც - პიჟამა ამ მოწყობილობების გვერდით ბავშვს გაციებისგან დაიცავს.