დღესდღეობით ძალიან ბევრ ოჯახში იზრდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვი. მათი რაოდენობა იზრდება და ამის სხვადასხვა მიზეზის არსებობს, მათ შორისაა ეკოლოგიური ფაქტორები, ცხოვრების წესი, კვება და სამწუხაროდ, სამშობიარო ტრავმების მომატებული რაოდენობა.
ისეთი მენტალური დარღვევები, როგორიცაა აუტიზმი და შიზოფრენია, გენეტიკურად არის განპირობებული, თუმცა მათ განვითარებაზე გავლენას ახდენს გარემო ფაქტორებიც.
რა თქმა უნდა, თავდაპირველად ეს ორი დაავადება ადამიანის ბუნებაშია ჩადებული, მაგრამ დაავადება შეიძლება განვითარდეს, ან დარჩეს რაღაც უცნაურობების დონეზე. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ პირობებზე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. თუ სტრესებმა ხელი არ შეუწყო, თავიდან ეს იქნება უცნაური ბავშვი, შემდეგ უხეში მოზარდი, შემდეგ კი ახირებული პენსიონერი, რომელიც მეზობლებზე საჩივრებს წერს. ან მდგომარეობა გადადის სრულფასოვან დაავადებაში.
მას შეიძლება საერთოდ არ ეძინოს, ღრმად იძინებდეს მხოლოდ ნახევარი საათით დღე-ღამეში, ან ერევა დღე და ღამე. იტყვიან, რომ ასე ყველას ემართება. გარკვეულწილად დიახ, ყველას, მაგრამ დაგვეთანხმებით, სხვადასხვა ხარისხში. სწორედ იმიტომ, რომ ბავშვის განვითარების საერთო შთაბეჭდილება შეიძლება იყოს "ყველასნაირი", მენტალური დარღვევების დიაგნოსტირება ამიტომაც ასე რთულია. ზღვარი ნორმასა და არანორმას შორის აქ ხშირად საკმაოდ წაშლილია. ჩვილის ძილის შემთხვევაში კარგი მარკერია მშობლების მდგომარეობა. თუ ერთ წლამდე ბავშვის მშობლები მუდმივად ფეხზე ატენებდნენ, რიგრიგობით ეძინათ, ეს საგანგაშო ნიშანია. როდესაც ბავშვს ზედმეტად ბევრი ძინავს, ზედმეტად "კომფორტულია", ესეც არ არის კარგი. შესაძლო ნევროლოგიური პრობლემების ნიშანი იყოს "შადრევანივით" ამიღებინება, როდესაც ბავშვის გამოკვება შეუძლებელია. და ტონუსი, ან დაქვეითებული, ან მომატებული.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დიაგნოზი 11 წლამდე არ ისმება, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადების ნიშნები ამ დრომდე არ შეიძლება შევამჩნიოთ. ხშირად კონსულტაციაზე მოდიან 5-7 წლის ბავშვების მშობლები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა ხდება მათ ერთი შეხედვით ყველა ნიშნით ნორმალურად განვითარებად ბავშვთან.
შიზოფრენიის დიაგნოზს ადრე არ სვამენ იმიტომ, რომ ბავშვი ფორმალურად შეიძლება კარგად ვითარდებოდეს, კარგად საუბრობდეს. ხშირად ასეთი ბავშვები ნიჭიერთა კატეგორიაშიც კი ხვდებიან.
მოგვიანებით, როდესაც დაავადების ნიშნები გამოვლენას იწყებს, მშობლებს უბრალოდ არ შეუძლიათ დაიჯერონ მომხდარი. ყველაფერი ისე კარგად იყო, რა შესანიშნავად ნიჭიერი ბავშვი ჰყავდათ, და უცებ... კიდევ რა შეიძლება შევამჩნიოთ? ბავშვი, როგორც წესი, ძალიან მანერულია, ქცევა პრეტენზიულია, ასეთ ბავშვებს ბევრი შიში აქვთ, და ბავშვი ხშირად თვითონაც ვერ ხსნის, რისი ეშინია. ბავშვი ხშირად ჩაციკლულია რაღაც ერთ, როგორც წესი, აბსტრაქტულ თემაზე და სხვა არაფერზე არ შეუძლია საუბარი.
უკვე 5 წლის ასაკში გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია დაინახოს პირველი სიმპტომები და მშობლები კონსულტაციაზე ბავშვთა ფსიქიატრთან გაუშვას. თუ ფსიქიატრი ადასტურებს დიაგნოზს, საჭიროა ბავშვის მდგომარეობაზე რეგულარული დაკვირვება. სავარაუდოდ, შემოგთავაზებენ პრეპარატების მიღებას, რომლებიც დაეხმარება შიშებისგან, აგრესიისგან გათავისუფლებაში, გააუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობას. მოზარდობის ასაკში შეიძლება დაიწყოს ბოდვა და ჰალუცინაციები, და მაშინ დიაგნოზის სისწორეში ეჭვი აღარ შეიძლება იყოს.
ბავშვის შიზოფრენია ყოველთვის ტრაგედიაა მშობლებისთვის. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მთავარია არ მივუშვათ მდგომარეობა, არ დავხუჭოთ თვალი პირველ საგანგაშო ნიშნებზე, არ უგულებელვყოთ ექიმების დანიშნულება. დიახ, შესაძლოა, ადამიანს მოუწევს მედიკამენტების მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ მას შეეძლება განათლების მიღება, სამსახურის შოვნა, ოჯახის შექმნა.
თუ პედიატრთან ვიზიტმა ბავშვის პრობლემებზე ჩივილებით არაფერი მოგცათ, თუ გადაგამისამართეს "დამშვიდებით": თითქოს გაიზრდება, და პრობლემა გაქრება, წადით სხვა სპეციალისტთან. მოძებნეთ ისეთი, ვინც არგუმენტირებულად გაფანტავს ეჭვებს ან მხარს დაგიჭერთ და გირჩევთ, საით წახვიდეთ შემდეგ.
მრავალი წლის განმავლობაში თვითონ ექიმები სვამდნენ დიაგნოზს "აუტიზმი", ახლა კი ამჯობინებენ უწოდონ ამას "აუტისტური სპექტრის დარღვევები", ხაზს უსვამენ რა, რომ ეს არ არის დაავადება. აშშ-ში ასეთი მოზრდილების წილი, რომლებიც საზოგადოებასთან ადაპტირებულები არიან, 90%-ს აღემატება. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, პრობლემა არც ისე მასშტაბურად წყდება და ხშირად ცალკეული ოჯახის დონეზე იკეტება.
მშობლები, რომლებიც საეჭვო სიმპტომებს ამჩნევენ, არ უნდა შეუშინდნენ ფსიქიატრთან ვიზიტს. აუცილებელია შემდეგი სპეციალისტების კონსულტაცია: