თიანეთში, სოფელ ახალსოფელში შემზარავი ფაქტი მოხდა. ქმარმა ცოლს სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავის დედამ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა, მალე მივიდა შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ქალი სიკვდილისგან იხსნეს.
უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფოს ბრიგადამ 24 წლის გალინა ნოზაძე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა, თუმცა როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. ახალგაზრდა ქალი ახლა სიკვდილს ებრძვის, მას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
ეტყობა მთვრალი იყო თემური. თურმე იწვა ეს გოგო, გვიანი ყოფილა, ღამის 11 საათი და მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო და სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბავშვებიც შეესწრნენ ამას. უფროსი შვილი 5 წლის არის, მეორე სამი წლის და პატარა წლინახევრის. როგორც ვიცი, თემურის დედამ დარეკა 112-ში და გამოიძახეს მაშველები, სახანძრო, პოლიცია, სასწრაფო, ყველა მოვიდა მალე, ცეცხლმოკიდებული ქალი დახვდათ, ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ სულ დამწვარია გოგო. უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თბილისშია წაყვანილი", - ამბობს ადგილობრივი "კვირის პალიტრასთან....წაიკითხეთ ვრცლად