როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მეორე შვილის მოლოდინში არიან. მათ უკვე ჰყავთ პატარა გიორგი და როგორც სქესის გაგების ცერემონიიდან გაირკვა, ახლა გოგონას მშობლები გახდებიან. ფეხმძიმე ლიზა ხშირად მონაწილეობს ფოტოსესიებში. ამჯერად ფოტოგრაფ ნათია ღაჭავასთვის იპოზიორა.
როგორც ლიზა ამბობს, კვლავ გაგუას კლინიკაში აპირებს მშობიარობას და ძალიან ენდობა მათ ექიმებს. თუ როგორ გრძნობს თავს ფსიქოლოგიურად მეორე ორსულობისას და ჰქონდა თუ არა პოსტსამშობიარო დეპრესია, ამაზე ლიზა პასუხობს, რომ არა მხოლოდ პოსტსამშობიარო, არანაირი სახის დეპრესია არ ჰქონია და ფიქრობს, რომ მეორე მშობიარობის შემდეგაც არ ექნება ეს პრობლემა. თუმცა სხვა ტიპის პრობლემა - ტოქსიკოზი, მისთვის უფრო მტკივნეულია. როგორც ცოტა ხნის წინ გამომწერებს უპასუხა, გიოზე ფაქტობრივად 9 თვე ტოქსიკოზი ჰქონდა, ყოველ მეორე დღეს გადასხმებს იკეთებდა. ახლაც აქვს ტოქსიკოზი.