კიდევ ერთი საზარელი დანაშაული - 7 წლის ბავშვზე კერძო რეპეტიტორმა სექსუალურად იძალადა. უმძიმეს ბრალდებაში მხილებული 80 წლის მამაკაცია.
თანამშრომლები ამბობენ, რომ, ბოლო რამდენიმე დღეა, მასწავლებელი სამსახურში აღარ გამოჩენილა. ჰყვებიან, რომ მუსიკის დამსახურებულ პედაგოგს 7 წლის ბავშვი მშობლებმა რამდენიმე თვის წინ მიაბარეს, მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ ხანდაზმული მუსიკოსი მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობდა.
80 წლის მასწავლებელი სამსახურიდან ოფიციალურად მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის სახელი სასწავლო განრიგში კვლავ შეტანილია, თუმცა ის ახლა უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასწავლებლის ადმინისტრაციას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული, თუმცა "კურიერი P.S.-თან" ანონიმურად ჰყვებიან, რომ მომხდარის შესახებ მშობლებს თავად 7 წლის გოგონამ აცნობა.
7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 80 წლის პედაგოგს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო