ზამთრის სეზონზე, ცივ ამინდში, კოლგოტს ბევრი ქალი იყენებს. თუმცა, არის გარკვეული ხრიკები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, კოლგოტის მორგების პირობებში, ფეხი ვიზუალურად უფრო გამხდარი და მოხდენილი გამოჩნდეს:
პირველ რიგში, ნუ გამოიყენებთ მბზინავ კოლგოტს. ყველაზე იდეალურია შავი კოლგოტი, მბზინავი ტექსტურის გარეშე. ის ფეხზე შესანიშნავად გამოიყურება. კოლგოტის სისქე ფეხის ვიზუალზე განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს, თუ, რა თქმა, ის ძალიან სქელი არ არის.
ასევე, ჯობს, ავირჩიოთ ერთი ზომით დიდი კოლგოტი. ასეთი კოლგოტი წელს უფრო კარგად ერგება და სხეულს უფრო გამხდარს აჩენს. თუ პატარა ზომის კოლგოტს აირჩევთ, ფეხი სოსისს დაემსგავსება. იგივე ეფექტი ექნება კოლგოტს, რომელსაც მბზინავი ელფერი აქვს.
იმისათვის, რომ ფეხი მოხდენილად გამოიყურებოდეს, კოლგოტთან ერთად, სწორი ფეხსაცმელიც უნდა ავარჩიოთ. ფეხსაცმელი ფეხის ყველაზე წვრილ ადგილთან უნდა ბოლოვდებოდეს. ასე ფეხი ვიზუალურად ბევრად გამხდარი და მაღალი გამოჩნდება.
რაც შეეხება ჩექმას, ჯობს, ავირჩიოთ ჩექმა, რომელსაც წვივის დასასრულსა და მუხლის დასაწყისს შორის ადგილი თავისუფალი აქვს. როდესაც ჩექმა ფეხზე მჭიდროდაა მომდგარი და მათ შორის, მუხლს ქვემოთ ნაწილს მჭიდროდ ერგება, ფეხი ბევრად უფრო სქელი ჩანს.
რაც შეეხება კაბისა სიგრძეს. ეს ინდივიდუალურია და სიგრძე უნდა დაარეგულიროთ იმის მიხედვით, თუ რომელი ნაწილიდან უფრო მოხდენილი და გამხდარი ჩანს ფიგურა.