სელენა გომესის 36 წლის საქმრომ, პროდიუსერმა ბენი ბლანკომ აღიარა, რომ ძალიან იშვიათად ბანაობს, რადგან ხშირი ბანაობა არღვევს კანის დამცავ ბარიერს, ასევე იმიტომ, რომ სურს "მამაკაცის სურნელი" ჰქონდეს.
მიუხედავად იმისა, რომ სელენა გომესი ბევრმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა ბლანკოს გარეგნობის შემდეგ და კომენტარებში უწერდნენ, ჯასტინ ბიბერის შემდეგ ეს კაცი როგორ აირჩიეო, ჟურნალმა People-მა ბენი ყველაზე სექსუალური მამაკაცების სიაში შეიყვანა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბენის სექსუალურობა მთლიანად მისი იუმორის და შინაგანი ხიბლის დამსახურებაა, გარეგნულად კი სრულიად არ შეესაბამება ეს ტიტული.
რაც შეეხება ბანაობის თემას, ბევრი ვარსკვლავი აღიარებს, რომ არც ისე ხშირად ბანაობს. მაგალითად, ბრედ პიტმა თქვა, რომ ყოველდღე არ ბანაობს, რადგან მიაჩნია, რომ ხშირი ბანაობა აფუჭებს თმას და კანს და აჩქარებს დაბერების პროცესს. ასევე არაერთხელ აღნიშნეს ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა, რომ არც თავად ბანაობენ ხშირად და არც ბავშვებს ბანენ ბევრი მსგავსი მიზეზის გამო.