მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი,ბაია კვიციანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. როგორც ირკვევა, პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი ბრძანება 14 ნოემბერს გამოსცა.
კვიციანი "ქართული ოცნების“ 2024 წლის საპარლამენტო სიაში აღარ ყოფილა, თუმცა ამჯერად სიის მე-16 ნომერი მისი სიძე, დის ქმარი, ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია, რომელიც პარლამენტში შედის.
ბაია კვიციანის ოჯახისთვის პოლიტიკა ახალი არ ყოფილა, დების, ბაია და მაკა კვიციანების მამა ორი მოწვევის პარლამენტარიკანდიდ კვიციანიგახლავთ. მდიდარი ბიზნესმენი 1964-1970 წლებში მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეთვალყურე იყო. 1976-1992 წლებში კი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. პარლამენტში პირველად 1990 წელს, მეორედ 2008 წელში მოხვდა. კანდიდ კვიციანი მესტიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ და პოლიტიკური ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" რიგებში ირიცხებოდა.
ბაია კვიციანის "ოცნების" სიაში მოხვედრის შემდეგ ამბობდნენ, რომ ის პარტიულ სიაში კახა კალაძისკვოტით მოხვდა, რადგან მისი დამაკა კვიციანი, ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარია. როგორც მაკამ ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მისი და ანუკის მეგობრობა 15 წელზე მეტს ითვლის.
ბაიას კარიერისა და ცხოვრების გზა მრავალფეროვანია. განათლებით ხელოვნებათმცოდნე, მან სწავლა ლონდონში გააგრძელა და ადამიანის რესურსების მართვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ევროპის ბიზნეს სკოლაში. განაგრძეთ კითხვა