მსახიობი ლელა მებურიშვილი რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. ამ ცვლილების მიზეზი მისი მეუღლის, ბაჩო საგანელიძის სამსახურია, რომელიც დიდ ბრიტანეში დესპანადაა მიწვეული.
ლელა ხშირად აქვეყნებს ბრიტანული ცხოვრების ფოტოებს. როგორც დიპლომატის მეუღლე ესწრება სხვადასხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის, ბრიტანეთში ცნობილ სამეფო დოღს და ა.შ.
ამჯერად ბუკინგემის სასახლეში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:
"ფანტასტიკური, დაუვიწყარი საღამო ბუკინგემის სასახლეში აღმოჩნდა მოულოდნელობებით სავსე .ეს ფორმალური გარემო იმდენად გაამსუბიქეს და გაალამაზეს მასპინძლებმა რომ ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. გვქონდა პატივი შევხვედროდით და გაგვესაუბრა მეფესთან და ასევე პრინც უილიამთან".