მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა (წელიწადში 6-10 ეპიზოდი) და მოითხოვს სხვადასხვა მედიკამენტების მთელ სპექტრს, რაც ხშირად იწვევს როგორც იმუნობიოლოგიურ რეზისტენტობას, ასევე გვერდითი ეფექტების ფართო სპექტრის განვითარებას. ამ დროს გამოსაყენებელ ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებებს განეკუთვნებიან გერმანული ფარმაცევტული კომპანია „ჰეელის“ მედიკამენტები.
შემთხვევების დაახლოებით 10% -ში მრვი შეიძლება გართულდეს ბაქტერიული ინფექციით. ხშირი ინფექციები ხელს უწყობს ალერგიას, ამცირებს ორგანიზმის ვირუსსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე და ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის ანთებითი პროცესების ქრონიზაციას. წლის განმავლობაში განვითარებული მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიხშირისა და ხანგრძლივობის შემცირება, ისევე როგორც ბაქტერიული გართულებების რაოდენობის, დამოკიდებულია დროულ და ადეკვატურ მკურნალობაზე, რომელიც უნდა იყოს ყოვლისმომცველი და ინდივიდუალურად მორგებული თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე.
მრვის ერთ-ერთი ხშირი გამოვლინებაა ანგინა, რომელიც ცნობილია აგრეთვე როგორც ნუშურა ჯირკვლების იგივე ტონზილების მწვავე ჩირქოვანი ანთება. იგი საკმაოდ ხშირად გვხდება განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. გერმანული ფარმაცევტული კომპანია „ჰეელის“ მედიკამენტი ანგინ-ჰეელი ეფექტურია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს ანგინის სამკურნალოდ. პრეპარატი შეიცავს მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის კომპონენტებს, აქვს იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო, დეტოქსიკაციური და არაპირდაპირი ანტიბაქტერიული ეფექტი. ის ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით და მისი გამოყენება ანგინის დროს რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში.
R