ცნობილ ტელეწამყვანს ეკა ამირეჯიბს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს:
"მამა. რა სხვანაირი გახდა თვითონ ეს სიტყვაც გუშინდლის შემდეგ. მიყვარხარ, გვიყვარხარ და ასე იქნება სულ…
“ეკუ” - ასეთი დაძახება მარტო შენ იცოდი... მადლობა სულ ყველაფრისთვის და მაპატიე, როცა კი არ ვყოფილვარ მართალი.
მიყვარხარ".
როგორც ცნობილია, ეკა წლები იყო ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი. თუმცა ტელევიზიიდან ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ წავიდა. ამის მერე რადიოში აგრძელებს საქმიანობს. ტელეწამყვანობასთან ერთად, მას საზოგადოება იცნობს, როგორც მსახიობს (რამდენიმე ფილმიდან და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან") და ასევე კარგ მომღერალს. პროფესიით კი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და პიანისტია.
ტელეწამყვანი ორჯერ იყო დაქორწინებული მცირე ხნით. ამ ეტაპზე მარტოა. "ძირითადად, მარტო ვცხოვრობ, ამას მიჩვეული ვარ. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძალიან ჭრელია ცხოვრება და ადამიანებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არ არსებობს წინასწარი გათვლები. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები პასუხი მაქვს რაღაცებზე. ქალს სხვადასხვა ეტაპზე ალბათ სხვადასხვა რაღაც სჭირდება. 10 წლის წინ სხვა რაღაც მჭირდებოდა – უფრო ხმაურიანი და აქტიური ცხოვრება, ახლა სხვანაირი სურვილები მაქვს. მირჩევნია, წავიკითხო, ფილმს ვუყურო, ვიმოგზაურო“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.