ტელეწამყვან ლიკა ევგენიძეს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. პირველმა ეს დღე მამამ მიულოცა, ცნობილმა მუსიკოსმა დათო ევგენიძემ. და აღმოჩნდა, რომ მისი ორივე ქალიშვილი ერთ დღეს ყოფილა დაბადებული. როგორც ცნობილია, დათოს უფროსი ქალიშვილი ჰყავს წინა ურთიერთობიდან, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს.
"დღეს ჩემი ულამაზესი შვილების დაბადების დღეა", - წერს მუსიკოსი და ქალიშვილების ფოტოებს აქვეყნებს:
თავად ლიკამ კი დღეს გამოაქვეყნა ოჯახური მილოცვის ვიდეო შემდეგი ტექსტით:
"ჩვენ შეჩვეულები ვართ ან წარსულში ან მომავალში ყოფნას. სულ გვგონია, რომ ბედნიერი მომენტი უკვე იყო ან უნდა იყოს მომავალში და ველოდებით იმ იდეალურ დროს. არადა ძალიან მარტივ რაღაცებშია ბედნიერება, თუ ხარ ცნობიერი მოცემულ მომენტში, გულიც ივსება სიყვარულით, მადლიერებით და ნისლიც სცილდება შენს თვალებს და გონებას.მიყვარს ყოველი წამი ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული და მადლიერი ვარ ყველაფრის. მადლობა თქვენ ამდენი დადებითი ემოციისთვის და სიყვარულისთვის".
ოჯახურ წვეულებაზე ლიკა თავის სამ შვილთან და მეუღლესთან - მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ერთადაა.