რა პრობლემების წინაშე დგას კლიმატის ცვლილებების გამო მსოფლიო, რა არის გასაკეთებელი და რა კეთდება, ამ თემაზე ვeსაუბრეთ ორგანიზაცია `საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების~ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძესთან.
ყველაზე დიდი პრობლემაა მყინვარების, არქტიკისა და ანტარქტიდის დნობა. ბევრი სცენარია დათქმული.
ეს განსაკუთრებით პრობლემატურია კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის. ამიტომ ყველა ქვეყანა ვალდებულია მკვეთრად შეამციროს სათბური გაზები. ჩვენ ადრე სათბური გაზების 31%-ით შემცირების ვალდებულება ავიღეთ. ახლა ვალდებულებას ვიღებთ, რომ 50%-მდე შევამცირებთ სათბური გაზების ემისიას. საკმაოდ ამბიციური ვალდებულებაა, გათვლილი 2030-50 წლებისთვის.
- ჯერ მსოფლიოზე ვისაუბროთ, რა პროგნოზებია და რას ელიან?
- ელიან ზღვის დონის მომატებას, არქტიკა-ანტარქტიდაში ყინულის საფრის ინტენსიურ დნობას. ამინდი მკვეთრად იცვლება, არაპროგნოზირებადი ხდება. უკვე ხშირია ექსტრემალური ტემპერატურები, რაც დამახასიათებელია სამხრეთის ქვეყნებისთვის. გაჩნდა ახალი ტერმინი `კლიმატმიგრანტები~. კლიმატური პირობების გამო ხალხი ერთიდან მეორე ქვეყანაში გადადის. თუ ქვეყნებმა არ მოილაპარაკეს ემისიების შემცირებაზე, თუ ყველა სახელმწიფომ არ გაატარა ღონისძიებები, კლიმატმიგრანტების რაოდენობამ შეიძლება ყველა ქვეყანაში მოიმატოს და ეს შემაშფოთებელია.
- ქართველებს როგორი ზამთარი გველის?
- ჯერჯერობით, საქართველოში დაბალი ტემპერატურებია.