ნატალია ყიფშიძე დაბადების დღეს ულოცავს მამას - მსახიობ გიორგი ყიფშიძეს, რომელიც იუბილარია.
"მა, გილოცავ. მახარებ ყოველდღე. მაბედნიერებს შენი კარგად ყოფნა. მინდა სულ ამ ემოციით ვიყო დატვირთული. ბედნიერებაა შენი შვილობა. ტკბილია შენგან წამოსული სიყვარული და ყოველთვის ვიამაყებ შენი დიდი გარდასახვით", - წერს ნატალია სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
ნატალია გიორგი ყიფშიძის უფროსი ქალიშვილია, მოდელ კრისტი ყიფშიძესთან ქორწინებიდან. კრისტისთან განქორწინების შემდეგ გიორგიმ კიდევ ორჯერ იქორწინა და ორჯერვე ისევ განქორწინდა. სამი ქორწინებიდან მსახიობს 4 შვილი ჰყავს.