ფემიციდის მორიგი სასტიკი ფაქტი საგარეჯოში 11 ნოემბერს მოხდა. მოძალადე მამაკაცმა ყოფილ ცოლს სახლში მიაკითხა და ქვით თავი გაუჩეჩქვა, რის შემდეგ თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უმძიმესი დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი იმავე დღეს სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, იქიდან თბილისში, "ინგოროყვას კლინიკაში", სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდნენ დასახიჩრებული ქალის გადარჩენას, სამწუხაროდ, მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, მასზე ძალადობის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. წლების მანძილზე ძალადობდა მასზე ქმარი. თავის დროზე მათი ოჯახი სწორედ ძალადობის გამო დაინგრა.მეზობლების თქმით, მამაკაცი, რომელიც ასე სასტიკად გაუსწორდა ცოლს, სწორედ ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს და ციხიდან ამნისტიით ახალი გამოსულია.
"არ ვიცი რა ვთქვა, უმძიმესი ფაქტია. თავში ქვა ურტყა ყოფილმა ქმარმა, სასტიკად სცემა საწყალი გოგო. სასიკვდილო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, თბილისში გადაიყვანეს რეანიმობილით, იქ იწვა რამდენიმე დღე. იმას ვთხოვდით ღმერთს, რომ როგორმე გადარჩენილიყო, მაგრამ გავიგეთ რომ გარდაიცვალა. ის არამზადა მოძალადე ცოლზე ძალადობისთვის სასჯელს იხდიდა და ახლა წინასაარჩევნოდ გამოუშვეს ციხიდან, ამნისტია შეეხო. ციკო ქმარს გაშორებული იყო, ორი შვილი დარჩა. როგორც ვიცი, შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გამოცემული მოძალადის მიმართ. განაგრძეთ კითხვა