აბსოლუტურად არაფერი მენატრება... ყველაფერი მომწონს, რაც დღეს ხდება, მაინტერესებს ხვალ რა იქნება! მაშინ რაც იყო, კარგი გახლდათ. ნამდვილად სასიამოვნოა, როცა ადამიანებს რაღაც მოსწონთ, ამჩნევენ, ესთეტიკური მხარე მათთვის ბევრს ნიშნავს... ვერ ვიტყვი, რომ წარსული მენატრება, რადგან დღვანდელი დღე უფრო მახარებს და მაინტერესებს. მონატრება კი ნიშნავს რაღაცის დაბრუნების სურვილს, წარსულში ჩარჩენას...“ - ამბობს მაკა ჩიჩუა, რომელიც დუშეთიდან ვრცლად და ჩვეული გულწრფელობით გვესაუბრა...
- ეს კითხვა შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ მართლა ვერ ვიხსენებ, რა პრივილეგიები იყო, რადგან ზუსტად ისევე დავდიოდი მაღაზიაში, რიგში ვიდექი და საკვებს ვყიდულობდი, როგორც დღეს. ძალიან ვიღლებოდი, როცა ოფიციალურ მიწვევებზე უცხოეთში მივდიოდი. იქ იმდენი დრო არ მქონდა, ჩემს ნებაზე, თავისუფლად ვყოფილიყავი. ვგულისხმობ, რომ მოეშვები, ფეხს ფეხზე გადაიდებ და ნებივრობ. დილიდან იწყებოდა გიორგის და ჩემი გაწერილი შეხვედრები, სამ დღეში კი უკან მოვქროდით. ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში გადავწყვიტე ბავშვების გაჩენა, შემდეგ ამ ბავშვების მოვლა-პატრონობა იყო მთავარი. დედა რომ ხარ, ასეა! დამხმარე შეიძლება გყავს, მაგრამ დიდი შრომა და თავისუფლების შეზღუდვა მაინც შენზეა, რადგან მშობელი ხარ და პასუხისმგებლობა გაქვს. ერთადერთი, შეიძლებოდა ბავშვები ჩემთან ყოფილიყვნენ მანქანაში და საჭესთან სხვა იჯდა, ისიც იმის გამო, რომ ბავშვების საჭიროებისთვის ჩავდიოდი თბილისში, თემოს თერაპია სჭირდებოდა... თუმცა, კარგი ის გახლდათ, რომ საშუალება მომეცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უამრავი ბავშვისთვის სამსახური გამეწია, დამეკვალიანებინა, პრობლემებზე ხმამაღალი მესაუბრა და მათ გადასაჭრელად უფრო მეტი გზა მოგვეძებნა, მათთვის მხარი დამეჭირა... ეს ყველაფერი ნამდვილად კარგი იყო. რაღაცნაირი იმედისმომცემი გახლდათ, რომ ქვეყნის პირველი პირის მეუღლეს, პირველ ლედის ჰყავს ბავშვი იმავე სინდრომით, როგორც სხვებს. ტრისომიით რვაას ბავშვში ერთი იბადება და მათ განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდებათ. ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემი მცირედი, მაგრამ ხმამაღალი სიტყვა. მისმენდნენ და აინტერესებდათ.
რა თქა უნდა, ბევრი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ იმ პერიოდში რისი შესაძლებლობაც იყო, მშობლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარში ვედექი. თავისი რეზონანსი ჰქონდა ამ ყველაფერს. ასე რომ, ბევრი საინტერესო დღე მქონდა და მახარებდა, იმ ადამიანებს რომ ვეხმარებოდი, რომლებიც დაბნეულები იყვნენ.
- დიახ, აქ სიმშვიდეა. შეიძლება პერიოდულად მომაბეზრებელია, რადგან არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის, ბავშვებისთვის ბევრი არაფერია გასართობი, მაგრამ მაინც. თბილისში რომ ჩამოვდივარ, ერთი სული მაქვს, სასწრაფოდ ჩემს სახლში მოვიდე.
- რა თქმა უნდა, ითხოვენ. ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, საინტერესო თავგადასავლები სურთ, უცხო გარემო. ჩემთვის თბილისი დამღლელია, ეკოლოგიურად ძალიან დაბინძურდა, გადაადგილება იმდენად რთული გახდა, სანამ ერთი პუნქტიდან მეორემდე მიხვალ, მთელი დღე გადის. ეს ბავშვებიც მანქანაში იმდენად იღლებიან, მეცოდებიან. ჩამოვდივართ, მაგრამ იშვიათად. გაიზრდებიან და მერე თავიანთ ჭკუაზე ივლიან. ახლა, სანამ პატარები არიან, ბევრ გადაადგილებას ვერიდებით. განაგრძეთ კითხვა